22/10/14 ყვარელი და მამული უდანაკარგოდ არიან
საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის, წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა, ყვარლის გუნდმა დაამარცხა ვიცეჩემპიონი, ფოთი – 24:22.
ფოთელებს მეკარის პრობლემა აქვთ (ტრავმის გამო ვერ თამაშობს საქართველოს ნაკრების წევრი ქრისტინე ჯავახია) და პეგასთან მარცხის შემდეგ მეორე მატჩი დათმეს პრინციპულ მეტოქესთან.
ყვარელმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და 8 ქულით ლიდერობს. უდანაკარგოდაა მოქმედი ჩემპიონი, მამულიც – 6 ქულა 3 მატჩიდან. ლიდერთა თამაში ხუთშაბათს, 16 საათზე გაიმართება გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები. 1998-99
პირველი წრე, გლდანი
22 ოქტომბერი
ფოთი – ყვარელი 22:24
ფოთ: კუბლაშვილი – გადელია 6, ხურცილავა 4, სიხარულიძე 4, ჭითანავა 3, ბერაია 3, ფარცვანია 2, ყუფუნია
ყვ: გუბელაძე – კუნელაშვილი 9, ს. იორდანიშვილი 6, ქიტესაშვილი 3, თეთრაშვილი 3, მიხელიძე 3, თ. იორდანიშვილი, კუპატაძე
ქარიშხალა – მამული 6:35
პეგასი – წყალტუბო 32:17
იმედი – პეგასი 3:12
მდგომარეობა: ყვარელი 8 ქულა (4 თამაშიდან), მამული 6 (3), პეგასი 6 (4), ფოთი 4 (4), წყალტუბო 0 (3), ქარიშხალა 0 (3), იმედი (3)
23 ოქტომბერი
12:00 ფოთი – წყალტუბო
13:20 ქარიშხალა -პეგასი
14:40 წყალტუბო – იმედი
16:00 ყვარელი – მამული
24 ოქტომბერი
12:00 წყალტუბო – ქარიშხალა
13:20 მამული – ფოთი
14:40 ყვარელი – პეგასი
16:00 იმედი – ქარიშხალა