23/02/14 ორშაბათს საგაზაფხულო ეტაპი იწყება

ორშაბათს, სპორტკომპლექს ქარიშხალაში (არენა 2) იწყება საქართველოს ჩემპიონატის მეორე, საგაზაფხულო ეტაპი 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.

პირველ ეტაპზე გამოვლინდნენ რეგიონული ჩემპიონები და პრიზიორები. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ლიგების 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი კი ბრძოლას უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის აგრძელებენ.

მეორე ეტაპს იწყებს 5 გუნდი (ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული), ხოლო მეორე ხუთეული (თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი) 3-7 მარტს ითამაშებს. 24-28 მარტს გაიმართება საერთო ტური, რის შემდეგაც საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე.

ამ ასაკის (1998-99) ხელბურთელთა მთავარი მიზანია საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე, თბილისში.

საქართველოს ჩემპიონატი

1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი

პირველი ხუთეული

ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული

24 თებერვალი, არენა 2

16:00 გორი – ყვარელი

17:30 მამული – ქარიშხალა

25 თებერვალი , არენა 2

16:00 ყვარელი – ქარიშხალა

17:30 ფოთი – გორი

26 თებერვალი, არენა 1

16:00 ფოთი – ქარიშხალა

17:30 ყვარელი – მამული

27 თებერვალი, არენა 1

16:00 გორი – მამული

17:30 ყვარელი – ფოთი

28 თებერვალი, არენა 1

16:00 ქარიშხალა – გორი

17:30 მამული – ფოთი

მეორე ხუთეული (თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი) ითამაშებს თბილისში, 3-7 მარტს. საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.

განაცხადები:

ფოთი

1.გიორგი ჯანელიძე 12. იური ზარგინავა – 2. გიორგი ბიბილეიშვილი 4. ლუკა ლორთქიფანიძე 5. გიორგი გურეშიძე 6. გიორგი გვასალია 7. ნიკოლოზ ბაჯალაძე 8. თენგიზ ბერაია 10. გიორგი მიქაძე 11. გიორგი მიქაია 13. საბა შარტავა 15. ზვიად წულაია – მწ. თემურ ჭანტურია

ქარიშხალა

1.სანდრო ხანდოლიშვილი 12. გიორგი ფარესიშვილი – 2. გიორგი წიკლაური 4. ნოდარ გოგუა 5. მიხეილ ჩიხლაძე 6. გიორგი უნდიაშვილი 7. გიგი ფერაძე 8. მიხეილ ჭინჭარაძე 9. ლევან მამულაშვილი 10. ირაკლი კბილაშვილი 11. ერეკლე არსენაშვილი 13. ლუკა ბულბულაშვილი 15. გიორგი კვირკველია 23. ნიკა ფხაკაძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი აროშიძე – მწ. გიორგი ქობელაშვილი

გორი

12. გიორგი ვათიაშვილი 1. ბაკურ ჯაფარიძე 16. ანზორ ხაბაზიშვილი – 2. ლევან ქესანაშვილი 3. ანდრია თომაშვილი 4. საბა მურადაშვილი 5. ლევან ღვინიაშვილი 6. ბექა გახოკიძე 7. ალეკო გუდურაშვილი 8. ნოდარ დალაქიშვილი 9. ტარიელ მჭედლიშვილი 10. დავით ნიაზაშვილი 11. გურამ ბეთლემიშვილი 13. თამაზ ტარუაშვილი 14. გიორგი ტიელიძე 15. ნიკა სამნიაშვილი – მწ. გია მამაცაშვილი

ყვარელი

16.გიორგი მოლაშვილი 1. ლევან მამუკიშვილი – 2. ზურაბ ელოშვილი 3. ოთარ მეტრეველი 6. გიორგი დოლმაზაშვილი 8. დავით ცუკილაშვილი 9. გიორგი ჭერაშვილი 10. ლევან ბურკაძე 11. შოთა ჯიქურიშვილი 14. ხვიჩა ხაჩიშვილი 15. გიორგი ბეჟანიშვილი – მწ. გოჩა ღონიაშვილი

მამული

1.გაბრიელ დავითაშვილი – 3. თამაზ კორაშვილი 4. თორნიკე სამადაშვილი 5. დავით ლაგვილავა 6. ზურაბ ტალახაძე 7. გიორგი შევჩენკო 8. დავით თოდუა 9. ზურაბ ძაგანია 10. თემურ ისმაილოვი 11. ლექსო სხვიტარიძე 12. გოგა წულიაშვილი 14. ლუკა სექანია, გოგა არუთინოვი, ნიკა ცხვედიანი – მწ. ელზა მერაბიშვილი

 

Leave a Reply