23/02/14 ბაკეუს მოგება თევზაძის დღეობაზე

მორიგი მატჩები გამართეს ქართველი ხელბურთელების უცხოურმა კლუბებმა. რუმინეთში გაიმარჯვა შტიინცა ბაკეუმ, ხოლო თურქეთში ფრედ ითამაშა ტრაბზონსფორმა.

რუმინეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფი შტიინცა ბაკეუ ერთი ადგილით ზემოთ მყოფ პოტაისა ტურდას მასპინძლობდა და, მიუხედავად იმისა, რომ 37 წუთისთვის 15:21 აგებდა, თამაში მაინც შემოაბრუნა – 27:26. ბაკეუ 37 ქულით ისევ მესამე ადგილზეა. უკვე მეორე თამაში გამოტოვა ვლადიმერ რუსიამ, ხოლო გამარჯვებაში თავისი წვლილი მეკარე შოთა თევზაძემაც შეიტანა, რომელიც მატჩის წინადღით 33 წლის გახდა.

ცხრილის მეზობელთან თამაშობდა ტრაბზონსფორიც. გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის კლუბმა სტუმრად ფრედ, 30:30 ითამაშა მერსინთან და 25 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა, მერსინს 2 ქულით ნაკლები აქვს. რატი მსხვილიძემ 2 გოლი გაიტანა.

ფოტო: შოთა თევზაძე (22)  ტურდასთან გამარჯვების შემდეგ

 

Leave a Reply