24/02/14 ჭანტურიას 9 გოლი და მინუს 17
მაკედონიის სტრუმიცას ქართველი ხელბურთელი რევაზ ჭანტურია საუკეთესო იყო ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე, პორტუგალიიის სპორტინგთან მატჩში.
ჭანტურიამ 9 გოლი გაიტანა, თუმცა, მისი გუნდი უშანსოდ იყო ლისაბონში – 22:39, ზედიზედ მესამე წაგება და მეოთხედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი. ჯგუფის მეორე მატჩში დანიის სკიერნი შინ 23:26 დამარცხდა ფრანგულ მონპელიესთან და 3 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს, 4 ქულით მეორეა სპორტინგი, 6 ქულა აქვს მონპელიეს.
კვირას დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი. პირველი მარცხი იწვნია ბარსელონამ, რომელიც სკოპიეში მეტალურგთან დამარცხდა – 29:31. ბოლო დღის წინ პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილი იყო, კვირას კი საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ განითესებიან გუნდები წილისყრისთვის, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება,
16 მერვედფინალისტი ოთხ კალათში ჯგუფებში დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდებს. პირველ კალათში იქნებიან ვესპრემი, კილი, ბარსელონა და ჰამბურგი. პირველი ოთხეულის გუნდები მეოთხე ადგილებზე გასულს შეხვდებიან, მეორე – მესამეს, ოღონდ ერთი ჯგუფიდან გასული გუნდები ერთმანეთს არ ეთამაშებიან. ერთი ქვეყნის ორი გუნდის შეხვედრა შესაძლებელია. მერვედფინალები გაიმართება 19-23 და 26-30 მარტს.
ფოტო: სპორტინგი – სტრუმიცა
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
ბოლო, 10 ტური. 19-23 თებერვალი
A ჯგუფი
20 თებ. რეინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) – ცელიე ლაშკო (სლნ) 35:25
22 თებ. მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – ვესპრემი (უნგ) 26:22
22 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – სტ. პეტერბურგი (რუს) 26:24
ვესპრემი 17 ქულა, ლიოვენი 16, ცელიე 9, ზაპოროჟიე 9 / ზაგრები 8, სტ. პეტერბურგი 1
B ჯგუფი
19 თებ. კილი (გერ) – პორტუ (პორ) 30:25
23 თებ. კოლდინგი (დან) – დიუნკერკი (საფ) 26:24
23 თებ. ტარგი კელცე (პოლ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 38:30
კილი 17, კოლდინგი 14, კელცე 13, ვისლა 8 / პორტუ 5, დიუნკერკი 3
C ჯგუფი
22 თებ. პსჟ (საფ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 35:25
23 თებ. ვაკერ თიუნი (შვც) – დინამო მინსკი (ბლრ) 26:30
23 თებ. მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ბარსელონა (ესპ) 31:29
ბარსელონა 17, პსჟ 13, მეტალურგი 12, ვარდარი 10 / დინამო 7, თიუნი 1
D ჯგუფი
20 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) – დროტ ჰალმსტადი (შვდ) 38:34
22 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) – ფლენზბურგი (გერ) 23:28
23 თებ. ჰამბურგი (გერ) – ოლბორგი (დან) 28:20
ჰამბურგი 18, ფლენზბურგი 17, გორენიე 8 (+2), ოლბორგი 8 (+2) / ლოგრონიო 8 (-4), ჰალმსტადი 1