22/12/13 ჭანტურია – 7, მსხვილიძე – 5. ნაკრები მზადებას იწყებს
გუნდი 25 დეკემბრამდე თბილისში ივარჯიშებს, შემდეგ გაემგზავრება ისრაელში, შეკრებაზე, სადაც ერთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს, 2 იანვარს კი შესარჩევი მატჩია ანკარაში, თურქეთთან. 5 და 8 იანვარს სპორტის სასახლეში ვუმასპინძლებთ თურქეთსა და ლიტვას, ხოლო 11 იანვარს ტურნირს ვასრულებთ ფინეთში. მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
უკვე თბილისში არიან რუმინეთში მოთამაშეები – შოთა თევზაძე, ვლადიმერ რუსია და ირაკლი ჩიქოვანი, ლიბანიდან ჩამოვიდა სერგო დათუკაშვილი. დღეს გუნდთან ერთდ იქნებიან თურქული ტრაბზონსფორის ხელბურთელები – რატი მსხვილიძე და გიგა ტორონჯაძე. რევაზ ჭანტურია მაკედონიიდან ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.
მსხვილიძემ და ტორონჯაძემ მოგებით დაასრულეს თურქეთის ჩემპიონატის პირველი წრე. ტრაბზონმა 21 დეკემბერს სტუმრად, 27:24 დაამარცხა მილი პიანგო. მსხვილიძემ 5 გოლი გაიტანა. იქამდე, ტრაბზონმა შინ წააგო გამოტოვებული მატჩი ლიდერ ბეშიქთაშთან – 34:37 და შინ მოუგო ჯანქაიას – 33:23. შედეგად, პირველი წრის შემდეგ 14 ქულით (7 მოგება, 6 წაგება) ტრაბზონსფორი მეხუთე ადგილზეა. 13 მოგებით ბეშიქთაში ლიდერობს, ხოლო პლეიოფში, ორწრიანი ტურნირის შემდეგ, 8 გუნდი გადის.
რევაზ ჭანტურიას ზომიმაკ-სტრუმიცამ მეცამეტე მატჩი მოიგო მაკედონიის ჩემპიონატში – სტუმრად პელისტერთან – 17:16. ჩვიდმეტიდან 7 გოლი ჭანტურიამ გაიტანა. 27-29 დეკემბერს სტრუმიცას საერთაშორისო ტურნირი აქვს ჰოლანდიაში, სადაც პრაღის დუკლას, ბარსელონას მეორე გუნდს და ჰოლანდიურ ეუროტეხ-ბევოს ეთამასება, რის შემდეგაც ჭანტურიაც შეუერთდება საქართველოს ნაკრებს.
ფოტო: რატი მსხვილიძე, ტრაბზონსფორი
მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კვალიფიკაცია. ევროპის 1 ჯგუფი
ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0
30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19
2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა თურქეთი – საქართველო
4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი, 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი
8 იანვარი. საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11 იანვარი. ფინეთი – საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი
საქართველოს ნაკრები
22 შოთა თევზაძე მეკარე, შტიინცა ბაკეუ (რუმ), 21.02.1981, 200 სმ, 105 კგ
16 გიგა ტორონჯაძე მეკარე, ტრაბზონსფორი (თურ), 07.02.1989, 188 სმ, 85 კგ
1 გაგა სამყურაშვილი მეკარე, ბათუმი, 16.12.1985, 188 სმ, 89 კგ
18 უჩა მაისურაძე, ხაზის მოთამაშე, ბათუმი, 24.04.1986, 187 სმ, 90 კგ
28 ლევან ბერძენიშვილი, ხაზის მოთამაშე, სტუ , 06.07.1986, 192 სმ, 95 კგ
9 სერგო დათუკაშვილი, შუამარბი, გამთამაშებელი, ას სადი (ლიბ), 28.04.1978, 198 სმ, 105 კგ
14 ირაკლი ჩიქოვანი, შუამარბი, გამთამაშებელი, ტიმიშოარა (რუმ), 28.07.1989, 97 სმ, 93 კგ
10 ვლადიმერ რუსია, შუამარბი, შტიინცა ბაკეუ (რუმ), 30.05.1984, 202 სმ, 105 კგ
24 რატი მსხვილიძე, შუამარბი, ტრაბზონსფორი (თურ), 19.06.1986, 208 სმ, 120 კგ
77 აკაკი ტალახაძე, გამთამაშებელი, უგუნდო, 22.05.1983, 191 სმ, 86 კგ
19 ზურაბ სიმონია, შუამარბი, სტუ, 25.08.1994, 190 სმ, 85 კგ
18 თეიმურაზ ორჯონიკიძე, შუამარბი, სტუ, 07.02.1996, 197 სმ, 85 კგ
20 ლექსო წითელიშვილი, შუამარბი, სამტრედია, 20.08.1992, 190 სმ, 85 კგ
7 უჩა გამზარდია, გარემარბი, გამთამაშებელი, ბათუმი, 17.04.1990, 172 სმ, 70 კგ
8 ზურაბ აბრამიშვილი, გარემარბი, სტუ, 23.01.1994, 193 სმ, 88 კგ
31 ილია გოგალაძე, გარემარბი, სტუ, 31.07.1986, 190 სმ, 84 კგ
23 რეზო ჭანტურია, გარემარბი, ზომიმაკ-სტრუმიცა (მკდ), 31.05.1982, 177 სმ, 79 კგ
15 ოთარ ამირანაშვილი, გარემარბი, სტუ, 27.09.1987, 195 სმ, 90 კგ
მთავარი მწვრთნელი, ჯორჯე რასიჩი (სრბ) , 10.02.1958
მწვრთნელი, ირაკლი კეკელიძე, 04.05.1972
მწვრთნელი, ბექარ ორჯონიკიძე, 20.05.1972
ექიმი, ლევან ლინნიკი, 21.07.1987