21/12/13 ფინალში ბრაზილია და სერბეთი ითამაშებენ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, კვირას, ითამაშებენ სერბეთი და ბრაზილია, ნახევარფინალურ მატჩებზე კი დასწრების რეკორდი დამყარდა.
სერბეთი უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში 17:6 უგებდა პოლონეთს, ხოლო მეკარე კატარინა ტომაშევიჩს მარტო პირველ ტაიმში 12 ბურთი ჰქონდა მოგერიებული. თამაშს ბელგრადის კომბანკ არენაზე 18 236 მაყურებელი დაესწრო. ეს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია, რომელიც აუცილებლად მოიხსნება ფინალზე, რადგან დარბაზი 25 ათასამდე ადამიანს იტევს.
სერბები არასოდეს ყოფილან მსოფლიო ჩემპიონები. მათი ყველაზე დიდი წარმატება 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონობაა იუგოსლავიის ნაკრებში.
მომავალი ოლიმპიადის მასპინძელმა, ბრაზილიამ, მოულოდნელად იოლად დაამარცხა დანია. ფინალში გასვლა ძალიან დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის, ვისაც სახელბურთო ტრადიციები არა აქვს. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ მეოთხედფინალამდე მიაღწია, ლონდონის ოლიმპიადაზე კი მეექვსე ადგილი დაიკავა.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
20 დეკემბერი, ნახევარფინალი
სერბეთი – პოლონეთი – 24:18
სერ: ტომაშევიჩი (17/31), რისოვიჩი (6/10) – ლეკიჩი 8, ცვიიჩი 5, დამნიანოვიჩი 4, ჟივკოვიჩი 2, ოგნიენოვიჩი 2, პოპოვიჩი 1, ერიჩი 1, ნისავიჩი 1, კრპეჟი, ლისჩევიჩი, რაიოვიჩი, ფილიპოვიჩი
პოლ: კაპსკა (9/23), ვისოკინსკა (6/16) – შვედი 4, ნედვეძი 2, კონიუშანეცი 2, სემენიუკი 2, კულვინსკა 2, ვოიტასი 1, სიოდმიაკი 1, კუდლაჩი 1, იოხიმეკი 1, სტასიაკი 1, გრჟიბი 1, სტახოვსკა, ბიზდრა, მიგალა
ბრაზილია – დანია 27:21
ბრა: არენჰარტი (11/32) – ნაშიმენტო 7, როდრიგესი 5, კავალეირო 4, პიედადე 4, ამორიმი 3, როჩა 2, მოურა 1, დინიზი 1, და სილვა, ნუნიესი
დან: გრევე (9/27), პოულსენი (3/12) – კრისტიანსენი 3, გრავჰოლტი 3, ფისკერი 3, ჰანსენი 3, ტორსგარდი 2, იენსენი 2, ბურგარდი 2, ნორგარდი 1, ა. იორგენსენი 1, ს. იორგენსენი 1, შუმახერი, ბონდე, დალბი, ჰოლმსგარდი
3 ადგილისთვის, 22 დეკემბერი
17:30 დანია – პოლონეთი
ფინალი, 22 დეკემბერი
20:15 სერბეთი – ბრაზილია