22/12/13 ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონია

მსოფლიო ჩემპიონი ხელბურთში პირველად გახდა ბრაზილიის ქალთა ნაკრები დანიელი მწვრთნელის მორტენ სოუბაკის ხელმძღვანელობით. ფინალში, 20 ათასი მაყურებლის თვალწინ, ბრაზილიამ დაამარცხა მასპინძელი სერბეთი.

სერბები მხოლოდ პირველ ტაიმში იყვნენ წინ, მაგრამ შესვენებაზე ბრაზილია მოგებული გავიდა (13:11), ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ზედიზედ სამი გოლი შეაგდო – 16:11.

სერბეთმა დევნა წამოწყო და 53 წუთზე სვეტლანა ოგნიენოვიჩმა გაათანაბრა – 19:19. გადამწყვეტი გამოდგა ბოლოსწინა წუთი, როდესაც ბრაზილია რიცხობრივ უმცირესობაში გავიდა წინ (21:20), ხოლო დრაგანა ცვიიჩმა საპასუხო შეტევისას 6 მეტრიდან ააცილა. წერტილი დასვა ანა როდრიგესმა – 22:20. ჩემპიონატის საუკეესო მოთამაშედ აღიარეს ბრაზილიის ნაკრების მარცხენა შუამარბი ედუარდა ამორიმი (ფოტოზე).

ბრინჯაოს ფინალში პოლონეთი 25 წუთის შემდეგ 5 ბურთით უგებდა დანიას, მაგრამ საბოლოოდ 26:30 დამარცხდა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2013 სერბეთში. 2 დეკემბერი

ფინალი

ბრაზილია – სერბეთი 22:20

ბრაზილია: არენჰარტი (7/23), პესოა (4/8) – ნაშიმენტო 6, და სილვა 4, როდრიგესი 4, ამორიმი 3, ნუნიესი 2, კავალეირო 2, პიედადე 1, როჩა, დინიზი, მოურა, ანდრადე, გომესი, სოუზა, კოსტა

სერბეთი: ტომაშევიჩი (11/27), რისოვიჩი (6/12) – ცვიიჩი 5, დამნიანოვიჩი 4, ლეკიჩი 4, ჟივკოვიჩი 2, ნისავიჩი 2, პოპოვიჩი 1, ოგნიენოვიჩი 1, კრპეჟი 1, ფილიპოვიჩი, ერიჩი, რაიოვიჩი, მილოშევიჩი, ლისცევიჩი, დმიტროვიჩი

მესამე ადგილისთვის

დანია – პოლონეთი 30:26

დანია: პოულსენი (13/36), გრევე (0/3) – კრისტიანსენი 10, ნორგარდი 5, ლ. იორგენსენი 4, ფისკერი 3, ს. იორგენსენი 3, გრავჰოლტი 2, იენსენი 1, ბურგარდი 1, ჰოლმსგარდი , შუმახერი, ტორსგარდი, ჰანსენი, დალბი, ბონდე

პოლონეთი: გაპსკა (7/24), ვისოკინსკა (4/7) – კულვინსკა 5, ბიზდრა 4, ვოიტასი 4, კუდლაჩი 3, კონიუშანეცი 3, გრჟიბი 3, სიოდმიაკი 2, შვედი 2, სემენიუკი, ნედვეძი, მიგალა, იოხიმეკი, სტახოვსკა, სტასიაკი

ვარსკვლავთა შვიდეული: მეკარე: ბარბარა არენჰარტი (ბრა), მარცხენა გარემარბი: მარია ფისკერი (დან), მარცხენა შუამარბი: სანია დამნიანოვიჩი (სრბ), გამთამაშებელი – ანიტა გორბიცი, (უნგ), მარჯვენა შუამარბი: ზუზან მიულერი (გერ), მარჯვენა გარემარბი: სუნ ჰეე ვოო (კორ), ხაზი – დრაგანა ცვიიჩი (სრბ) – ყველაზე მარგი მოთამაშე – ედუარდა ამორიმი (ბრა)

Leave a Reply