22/04/15 ჭაბუკთა ნაკრები ლატვიაში მიემგზავრება
ჭაბუკ ხელბურთელთა ოლიმპიური ნაკრები 23 აპრილს მიემგზავრება რიგაში, ლატვია, სადაც საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ჩვიდმეტწლამდელთა გუნდები.
გუნდმა გამგზავრების წინ ორი ამხანაგური მატჩი გამართა. შაბათს ჩვიდმეტწლამდელებმა ტექნიკური უნივერსიტეტის დარმაზში 28-27 მოუგეს გუნდს, რომელშიც სტუ-ს ხელბურთელების გარდა ეროვნული ნაკრების რამდენიმე კანდიდატი თამაშობდა. ორშაბათს გლდანში ერთმანეთს ორი ნაკრები დაუპირისპირდა – ჭაბუკთა და ახალგაზრდული. უმცროსებმა გაიმარჯვეს – 29-25.
ჩვიდმეტწლამდელებმა მოიგეს პირველი ტაიმი – 15-11, შესვენების შემდეგ ტიტე კალანდაძის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა (15-15), მაგრამ მერე ზედიზედ გაუშვა 6 გოლი (15-21) და დანაკარგი ვეღარ აანაზღაურა – 25-29
ცხრამეტწლამდელთა ნაკრებსაც ელის წინ საერთაშორისო ტურნირები, ხოლო ჩვიდმეტწლამდელები ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან. ლატვიის ტურნირის მონაწილეთა თავდაპირველ იყო სიაში შვედეთის ნაკრებიც, რომელიც თბილისის ოლიმპიადაზე უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ შვედები ბოლო მომენტში ესტონელებმა შეცვალეს.
ოლიმპიადის წილისყრა 24 აპრილს გაიმართება თბილისში. რაც შეეხება საქართველოს მთავარ ნაკრებს, გუნდი მალე სრული შემადგენლობით შეიკრიბება და გაემგზავრება ქუთაისში, სადაც 20 აპრილს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია ლუქსემბურგთან.
გლდანი, 21 აპრილი
საქართველო (17) – საქართველო (19) 29-25
(17): ხანდოლიშვილი (12 მოგერიება), ხარაიშვილი (3) – ბულბულაშვილი 8, რუსტამოვი 6, არსენაშვილი 5, მერკვილაძე 3, ზარნაძე 3, კბილაშვილი 2, იობაშვილი 2, ფერაძე, მამულაშვილი, მაისურაძე, ტარუაშვილი, ტიელიძე – მწ. თურქია, ქობელაშვილი
(19): ცინცაძე (11), ნარსია (1) – ხაჟომია 6, გიორგაძე 5, გოგოლაძე 3, მათნაძე 3, ზურაბიანი 3, ცხვარაშვილი 2, დიხამინჯია 1, კოხრეიძე 1, დოლმაზაშვილი 1, ბაძაღუა, მაისაშვილი
მსაჯები: არაბული, ჭკუასელი
ჭაბუკთა ნაკრები ლატვიაში (23-26 აპრილი, 2015)
მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი)
უკანა ხაზი: ლუკა ბულბულაშვილი, გიგი ფერაძე (ქარიშხალა) , ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი), გიგა ზარნაძე (პეგასი), ზეზვა იობაშვილი (იმედი), გიორგი ტიელიძე (გორი)
გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), თამაზ ტარუაშვილი (გორი)
პივოტები: ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (პეგასი)
მთავარი მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი, ექიმი ანა ხუბულური, დელეგაციის თავი იმედო ფხაკაძე