22/04/15 ბარსელონა-კელცე, კილი – ვესპრემი

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის წილისყრამ გამოავლინა ნახევარფინალური წყვილები. 30 მაისს, კიოლნში ითამაშებენ ბარსელონა-კელცე, კილი – ვესპრემი.

 

ფინალი იქვე, ლანქსნეს არენაში გაიმართება 41 მაისს. 20-ათასიან დარბაზში ბილეთების 90 პროცენტი გაყიდვის დაწყებისთანავე, ნოემბერში გასაღდა. დარჩენილია მხოლოდ 2000 სარეზერვო ბილეთი, რომლებიც კლუბებს დაურიგდებათ. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ხუთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი კიოლნის ლანქსნეს არენასთან – ფინალური ოთხეულის ტურნირი აქ 2020 წლამდე გაიმართება.

 

გაირკვა, რომ შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბს, ოდორჰეის, ჩელენჯ კაპის პირველი ფინალური მატჩი პორტუგალიის ბრაგასთან სტუმრად ექნება – 16 ან 17 მაისს. საპასუხო შეხვედრა რუმინეთში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება. სხვათა შორის, ნახევარფინალში ოდორჰეისგან ორგზის ძლეულმა კლუბმა, ლისაბონის ბენფიკამ მეორე მატჩის შედეგი გააპროტესტა. საჩივარი სააპელაციო კომისიამ უნდა განიხილოს და ფორმალურად მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდება რუმინული კლუბის ფინალისტობა.

 

ჩემპიონთა ლიგა. კაცები. ოთხთა ფინალი, კიოლნი, 30-31 მაისი

ბარსელონა (ესპ) – კელცე (პოლ), კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ)

 

EHF თასი. კაცები. ოთხთა ფინალი. 16-17 მაისი, ბერლინი

ველენიე (სლნ) – ფუხსე ბერლინი (გერ), სკიერნი (დან) – ჰამბურგი (გერ)

 

ჩელენჯ კაპი. კაცები. ფინალი. 16/17-23/24 მაისი

ბრაგა (პორ) – ოდორჰეი (რუმ)

 

ჩემპიონთა ლიგა. ქალები ოთხთა ფინალი, ბუდაპეშტი, 9-10 მაისი

ლარვიკი (ნორ) – ვოლგოგრადი (რუს), ვარდარი (მკდ) – ბუდუჩნოსტი (მნტ)

 

EHF თასი. ქალები. ფინალი. 3-9 მაისი, ბერლინი

ჰოლსტებრო (დან) – როსტოვი რუს)

 

ჩელენჯ კაპი. ქალები. ფინალი. 2-9 მაისი

შჩეცინი (პოლ) – ბეგლი (საფ)

 

თასების მფლობელთა თასი. ქალები. ფინალი. 2-10 მაისი

ფლური ლუარე (საფ) – მიდტიულანდი (დან)

 

ფოტო: ვლადიმერ რუსია ბენფიკას წინააღმდეგ

Leave a Reply