22/01/14 პოლონეთის მეკარე ამარცხებს შვედებს
შვედეთი თვიდანვე უგებდა პოლონეთს – 3:0, 5:1, 10:6. მე-15 წუთზე კი მოედანზე გამოვიდა პოლონელთა სათადარიგო მეკარე პიოტრ ვიშომირსკი. მან მოიგერია პირველი 7 დარტყმიდან 5, რის შემდეგაც ტაიმი უკვე მისმა გუნდმა მოიგო – 15:12. შესვენების სემდეგ ვიშომირსკიმ განაგრძო შვედების დაჰიპნოზება – 19:12, 24:14 და 32:18 55-ე წუთზე! საბოლოოდ, 35:25, ვიშომირსკიმ კი მოიგერია 17 ბურთი 32 დარტყმიდან, ანუ 53 პროცენტი. შვედები ნახევარფინალის საგზურს გამოეთხოვნენ და ნებისმიერ შემთხვევაშო მეოთხე ადგილზე გავლენ ჯგუფში.
დარჩენილ ორ მატჩში ბრძოლა არ ყოფილა – ხორვატიამ 33:25 მოუგო რუსეთს, ხოლო საფრანგეთმა შედეგიანობის რეკორდი დაამყარა ამ ჩემპიონატზე – 39:30 დაამარცხა ბელარუსი.
შედეგად, საფრანგეთს 8 ქულა აქვს და ნახევარფინალის საგზური ჯიბეში უდებს. ხორვატია და პოლონეთი ერთმანეთთან შეხვედრაში გაითამაშებენ მეორე ადგილს. ფრე ხორვატიას აწყობს, რადგანაც ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.
ოთხშაბათს გაიმართება 6 მატჩი და ორივე ჯგუფში დასულდება ასპარეზობა. პირველი ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა განაღდებული აქვს დანიას. ისლანდიას მეორე ადგილზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა – თუ მოუგებს დანიას და ესპანეთი წააგებს მაკედონიასთან. სხვა შემთხვევაში ნახევარფინალში ესპანეთი გავა.
ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
მეორე ჯგუფური ეტაპი.
2 ჯგუფი . 21 იანვარი
რუსეთი – ხორვატია 25:33
საფრანგეთი – ბელარუსი 39:30
პოლონეთი – შვედეთი 35:25
საფრანგეთი 8 ქულა, ხორვატია 6 / პოლონეთი 6, შვედეთი 4, რუსეთი 0, ბელარუსი 0
22 იანვარი
18:45 რუსეთი – ბელარუსი
21:00 საფრანგეთი – შვედეთი
23:15 პოლონეთი – ხორვატია
1 ჯგუფი
დანია 8, ესპანეთი 6 / ისლანდია 5, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 0
22 იანვარი
19:00 მაკედონია – ესპანეთი
21:15 ავსტრია – უნგრეთი
23:30 დანია – ისლანდია
ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.
ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს