21/01/14 დანია პირველი ნახევარფინალისტია

ევროპის ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალისტი უკვე გამოვლინდა – ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მასპინძელი, დანია. ამ ჯგუფში მეორე ადგილზე ესპანეთია და საგზურს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ ბოლო ტურში დამარცხდება მაკედონიასთან, ისლანდია კი დანიას მოუგებს.

ორშაბათს სამივე ფავორიტმა დაგეგმილი მოგება მიითვალა, თუმცა, სამივეს გაუჭირდა. მაკედონიამ რამდენჯერმე გაუთანაბრა ანგარიში ისლანდიას, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა კირილ ლაზაროვმა 7 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – კრიტიკულ მომენტში ისლანდია ახერხებდა მომატებას და მეტოქისთვის ადგილის მიჩენას – 29:27.

თითქმის იგივე სცენარი იყო ავსტრია – ესპანეთის თამაშში. ავსტრია ორჯერ წინაც გავიდა (11:10, 12:11), მაგრამ საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ ბოლო ორ წუთში ერთ ბურთამდე შეამცირა სხვაობა – 27:28. ამ თამაშში უფრო სხვა რამ იყო გამოსარჩევი – ესპანეთმა განაცხადში დაიმატა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის საუკეთესო პივოტი ხულენ აგინაგალდე, ვინც ტრავმა მოირჩინა და დღეს საუკეთესოც იყო მოედანზე – 8 გოლი 10 ცდიდან.

ანალოგიური სცენარი იყო მესამე მატჩშიც. უნგრეთი ნახევარფინალში გასვლის შანსს მხოლოდ დანიის დამარცხების შემთხვევაში ინარჩუნებდა და, რაც შეეძლო, იბრძოლა, მაგრამ 24:28 წააგო.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

მეორე ჯგუფური ეტაპი.

1 ჯგუფი. 20 იანვარი

მაკედონია – ისლანდია 27:29

ავსტრია – ესპანეთი 27:28

დანია – უნგრეთი 28:24

დანია 8 ქულა, ესპანეთი 6 / ისლანდია 5, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 0

22 იანვარი

19:00 მაკედონია – ესპანეთი

21:15 ავსტრია – უნგრეთი

23:30 დანია – ისლანდია

2 ჯგუფი.

საფრანგეთი 6, ხორვატია 4 / შვედეთი 4, პოლონეთი 4, რუსეთი 0, ბელარუსი 0

21 იანვარი

18:45 რუსეთი – ხორვატია

21:00 საფრანგეთი – ბელარუსი

23:15 პოლონეთი – შვედეთი

22 იანვარი

18:45 რუსეთი – ბელარუსი

21:00 საფრანგეთი – შვედეთი

23:15 პოლონეთი – ხორვატია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

Leave a Reply