23/01/14 ნახევარფინალში 4 საუკეთესო გუნდი გავიდა

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, პარასკევს, ითამაშებენ დანია-ხორვატია და საფრანგეთი-ესპანეთი.

ხუთშაბათს ესპანეთმა დამაჯერებლად მოუგო მაკედონიას, 33:22, მეორე ადგილი გაინაღდა ჯგუფში და ისლანდიას მიზერული შანსები გადაუწურა.

მთავარი მატჩი გაიმართა მეორე ჯგუფში, ხორვატიასა და პოლონეთს შორის. გამარჯვებული ნახევარფინალის ბოლო, მეოთხე საგზურს იღებდა.

პოლონეთმა კარგად დაიწყო – 6:3 9 წუთზე და 15:14 ტაიმის ბოლოს. მაგრამ შესვენების შემდეგ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა გარემარბმა მანუელ შტრლეკმა, თითო – ივან ჩუპიჩმა და მარკო კოპლიარმა. ხორვატია 19:15 გავიდა წინ და უპირატესობა აღრ დაუთმია. წინა თამაშის გმირმა, მეკარე პიოტრ ვიშომირსკიმ მხოლოოდ 15 წუთი ითამაშა და ათიდან 2 დარტყმა მოიგერია. პოლონელებმა ორჯერ შეამცირეს სხვაობა 2 ბურთამდე (23:25, 52 წუთი), მაგრამ მეტი ვერ მოახერხეს. 6-6 გოლით ხორვატთაგან საუკეთესოები იყვნენ გამთამაშებელი დომაგოი დუვნიაკი, გარემარბები ზლატკო ჰორვატი და შტრლეკი. პოლონელები შაბათს სანუგეშო მატჩს ითამაშებენ ისლანდიასთან მეხუთე ადგილისთვის.

საბოლოოდ, ნახევარფინალში გავიდნენ ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთი, მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი, ევროპის ჩემპიონი დანია და ბოლო ამ სამი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი ხორვატია. ოთხივე ეს გუნდი საუკეთესო იყო პირველ ჯგუფურ ეტაპზე და თავ-თავის ჯგუფში სამი-სამი თამაში მოიგო. ყველა, ექვსივე მატჩის მოგება ამ ჩემპიონატზე მხოლოდ დანიამ მოახერხა. აქამდე უდანაკარგოდ მოთამაშე საფრანგეთი დღეს 28:30 დამარცხდა შვედეთთან, მაგრამ პირველი ადგილი ხორვატებთან პირადი მოგების წყალობით შეინარჩუნა.

სამმა ნახევარფინალისტმა მოიპოვა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის საგზური, ხოლო ესპანეთს, როგორც 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონს, ეს უფლება ისედაც ჰქონდა. დანარჩენი 12 გუნდი პლეიოფში გადავა. მათ დაემატება გერმანია და ახლახან დასრულებული შესარჩევი ტურნირის 5 გამარჯვებული.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალურ სტატისტიკას, ბომბარდირია ისლანდიელი გუდიონ სიგურდსონი (44 გოლი), ყველაზე მეტი ქულა კი დანიელმა მიქელ ჰანსენმა დააგროვა – 64 (28 გოლი, 36 პასი).

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

მეორე ჯგუფური ეტაპი.

1 ჯგუფი

დანია 10, ესპანეთი 8 / ისლანდია 5, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 2

22 იანვარი

მაკედონია – ესპანეთი 22:33

ავსტრია – უნგრეთი 25:24

დანია – ისლანდია 32:23

2 ჯგუფი

საფრანგეთი 8, ხორვატია 8 / პოლონეთი 6, შვედეთი 6, რუსეთი 2, ბელარუსი 0

22 იანვარი

რუსეთი – ბელარუსი 39:33

საფრანგეთი – შვედეთი 28:30

პოლონეთი – ხორვატია 28:31

24 იანვარი, ნახევარფინალი

21:30 საფრანგეთი – ესპანეთი

24:00 დანია – ხორვატია

მეხუთე ადგილისთვის:

19:00 პოლონეთი – ისლანდია

26 იანვარი

18:00 მესამე ადგილისთვის

20:30 ფინალი

 

Leave a Reply