21/12/15 ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონია

მსოფლიო ჩემპიონი ქალთა ხელბურთში გახდა ნორვეგიის ნაკრები, რომელმაც ფინალში 31-23 დაამარცხა ჰოლანდია, ბრინჯაოს მედლებისთვის რუმინეთმა მოუგო პოლონეთს – 31-22.

ფინალში ჰოლანდია ერთადერთხელ დაწინაურდა პირველ წუთზე, შემდეგ კი საქმეში ჩაერთო ნორვეგიელთა მეკარე კარი გრიმსბო, რომელმაც ჯამში 23 ბურთი მოიგერია და ანგარიშმა ნორვეგიელთა სასარგებლოდ იწყო ზრდა – ტაიმის ბოლოს ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილი იყო (20-9), მეორე ნახევრის დასაწყისში კი სხვაობამ 13 ბურთს უწია – 22-9. ჰოლანდიამ ამის შემდეგ გაიბრძოლა და ესტავანა პოლმანმა 52-ე წუთზე 5 ბურთამდე შეამცირა სხვაობა (21-26), თუმცა ამას ნორვეგიელების ზედიზედ 5 გოლი მოჰყვა.

ჰოლანდიამ პირველად მოიპოვა დიდი საერთაშორისო ტურნირის მედალი, ხოლო ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა, ამის გარდა კი გუნდს ორი ოლიმპიური ოქრო და ევროპის 6 ჩემპიონობა აქვს. გუნდმა დაიბრუნა 2013 წელს დაკარგული ტიტული, დღეისთვის კი არის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი.

მესამე ადგილისთვის მატჩში პოლონეთმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუმინეთს და ზედიზედ მეორე წააგო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს ფინალი – 22-31, ხოლო რუმინელთა მარცხენა ინსაიდი, კრისტინა ნიაგუ (27 წლის, 180 სმ) გახდა ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.

მომდევნო დიდი ტურნირი უკვე რიოს ოლიმპიადაა. უკვე გარკვეულია ტურნირის 6 მონაწილე. ნორვეგია ოლიმპიადაზე მოხვდა როგორც მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო ევროპის ადგილი ერგო ევროპის ვიცე-ჩემპიონ ესპანეთს. მსოფლიო ჩემპიონატზე 2-7 ადგილზე გასული გუნდები (ჰოლანდია, რუმინეთი, პოლონეთი, რუსეთი, დანია, საფრანგეთი) მოხვდნენ ოლიმპიადის შესარჩევ ტურნიტზე, სადაც 12 ქვეყანა ითამაშებს. გაიმართება 3 ტურნირი, რომელსაც უნდა უმასპინძლონ ჰოლანდიამ, რუმინეთმა და პოლონეთმა – 22 საუკეთესო გუნდი დარჩენილ 6 საგზურს მიიღებს.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

ფინალი, 20 დეკემბერი, ჰერნინგი

ნორვეგია – ჰოლანდია 31-23

ნორ: გრიმსბო 23/45, ს. სოლბერგი 0/1 – ჰერემი 9/7, ლოკე 7/6, ალსტადი 5/4, ოფტედალი 7/3, სკოგრანდი 5/3, კრისტიანსენი 4/2, კურტოვიჩი 4/2, მორკი 6/1, ვიბე 1/1, სულანდი 4/1, ტომაცი 1/1, მოლიდი 2/0, შ. სოლბერგი, ბ. რიგელჰუტი (ინგსტადი) – მწვ. ტორირ ჰერგეირსონი

ჰოლ: ვესტერი 11/34, ვან დერ ვალი 1/9 – პოლმანი 14/8, სნელდერი 5/5, ხროოტი 7/3, ვან ოლფენი 8/3, სმეეტსი 3/2, ბონტი 2/1,  გოოსი 2/1, მალეშტაინი 4/0, აბინგჰი 4/0, ბროკი 3/0. ჰან დერ ჰაიდენი 1/0, დულფერი, კრამერი კნიპერბორგი (ჰუქსტრა) – მწვ. ჰენკ ხრუნერი

3-4. რუმინეთი – პოლონეთი 31-22

რუმ: უნგურიანუ 8/24, მუნტიანუ 3/9 – ნიაგუ 15/10, მანეა 4/4, არდიან-ელისეი 3/3, ვიზიციუ 4/3, ჯეიჯერი 3/3, ბუჩესკი 3/2, ნეკიტა 3/2, მარინი 2/1, პერიანუ 1/1, სუჩი 1/1, ტანასიე 1/1, ბრადიანუ 3/0, პინტეა 2/0, კიპერი – მწვ. თომას რიდე

პოლ: გავლიკი 6/26, ვისოკინსკა 2/13 – ბიზდრა 8/6, კუდლაჩი 7/4, კობილინსკა 6/3, ნეძვეძი 7/2, სადეი 5/2, ზალევსკა 4/2, ზიხი 2/1, კულვინსკა 1/1, გაძინა 1/1. კოცელა 4/0. სტახოვსკა 1/0, ლაბუდა 1/0, პელეში 1/0, სტასიაკი (რეპელევსკა) – მწვ. კიმ რასმუსენი

5-6. რუსეთი დანია 25-21

7-8. საფრანგეთი – მონტენეგრო 34-23

საბოლოო კლასიფიკაცია. 1. ნორვეგია 2. ჰოლანდია  3. რუმინეთი 4. პოლონეთი 5. რუსეთი 6. დანია 7. საფრანგეთი 8. მონტენეგრო – 9. შვედეთი 10. ბრაზილია 11. უნგრეთი 12. ესპანეთი 13. გერმანია 14. კორეა 15. სერბეთი 16. ანგოლა – 17. ჩინეთი 18. არგენტინა  19. იაპონია 20. პუერტო რიკო 21. ტუნისი 22. ყაზახეთი 23. კუბა 24. დრ კონგო

საუკეთესო შვიდეული და მოთამაშე: GK ტეს ვესტერი, ჰოლ – LW ვალენტინა არდიან-ელისეი, რუმ – LB ქრისტინა ნიაგუ, რუმ – CB სტინე ოფტედალი, ნორ – RB ნორა მორკი, ნორ RW იოვანკა რადიჩევიჩი, მნტ – P ჰაიდი ლოკე, ნორ – MVP ქრისტინა ნიაგუ, რუმ

ინდივიდუალური სტატისტიკა

გოლები : ქრისტინა ნიაგუ, რუმ 63; იოვანკა რადიჩევიჩი, მნტ 60; ესტავანა პოლმანი, ჰოლ 51

გოლი+პასი: კორნელია ხროოტი, ჰოლ 39+54=93,  ნიაგუ 87; კაროლინა კუდლაჩი, პოლ; პოლმანი 84

დაცვა (დაბლოკილი + ჩაჭრილი ბურთები): კელი დულფერი, ჰოლ 3+24

მეკარეები: ტეს ვესტერი, ჰოლ 120/277=43%; კარი გრიმსბო, ნორ; რიკე პოლსენი, დან 40%

რიოს ოლიმპიადის მონაწილეები (5-21 აგვისტო, 2016): ბრაზილია (მასპინძელი), ნორვეგია (მსოფლიო ჩემპიონი), ესპანეთი (ევროპა), კორეა (აზია), არგენტინა (ამერიკა), ანგოლა (აფრიკა). საკვალიფიკაციო ტურნირები (17-20 მარტი, 2016) – (1) ჰოლანდია, საფრანგეთი, იაპონია, ტუნისი (2) რუმინეთი, დანია, ურუგვაი, მონტენეგრო (3) პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, მექსიკა – 2-2 საუკეთესო გავა ოლიმპიადაზე

Leave a Reply