20/10/14 ჩიქოვანი ამარცხებს რუმინეთის ჩემპიონს

სანაკრებო სეზონის წინ ბოლო მატჩები გამართეს ქართველი ხელბურთელების კლუბებმა. რუმინეთის ჩემპიონატშ სამკვირიანი შესვენება გამოცხადაა, ხოლო ბოლო ტურში სენსაცია მოახდინა ირაკლი ჩიქოვანის კლუბმა, პოლიტექნიკამ.

ტიმიშოარელებმა სტუმრად 28:24 დაამარცხეს რუმინეთის ჩემპიონი და EHF თასის ოთხთა ფინალის მონაწილე, კონსტანცა – 28:24. ამაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა უკანახაზელმა, რომელიც საუკეთესო ბომბარდირი იყო ორივე კლუბში – ჩიქოვანის ანგარიშზე 8 გოლია.

მესამე მატჩი ითამაშა ფრედ ოდორჰეიმ – შინ, უნივერსიტატია სუჩავასთან – 23:23. ვლადიმერ რუსია სასტარტო შვიდეულში იყო, თუმცა, პირველად ამ სეზონში, მოედანი უგოლოდ დატოვა. ითამაშა მეკარე შოთა თევზაძემაც. რუმინეთის ჩემპიონატს 8 თმაშდან 18 ქულით ლიდერობს ბაია მარე, მეორეზეა კონსტანცა – 16 ქულით, ოდორჰეი მეოთხეა (16 ქულა 8 თამაშიდან), ტიმიშოარა 9 მატჩიდან 4 მოგებით მერვე პოზიციაზეა.

მაკედონიაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ზომიმაკ სტრუმიცამ. რევაზ ჭანტურიას გუნდმა შინ 27:21 დაამარცხა პრილეპი, ხოლო ქართველმა გარემარბმა 2 გოლი გაიტანა.

თურქეთში კვლავ დამარცხდა ტრაბზონსფორი. რატი მსხვილიძე ისევ საუკეთესო იყო გუნდში 7 გოლით, მაგრამ მისმა კლუბმა მეხუთე ტურში მეოთხე მარცხი განიცადა – შინ, ბურსა ნილუფერთან, 28:33.  მატჩი გამოტოვა მეკარე გიგა ტორონჯაძემ, რომელმაც წინა ტურშ ტრავმა მიიღო. ჯერ ცნობილია არაა, მოახერხებს თუ არა ის თამაშს საქართველოს ნაკრების შემადგებლობაში ესტონეთთან – 29 ოქტომბერს ტალინში და 2 ნოემბერს თბილისში.

ვიდეო: კონსტანცა – ტიმიშოარა

http://www.reporterntv.ro/stire/hcm-constanta-poli-timisoara-24-28-handbalistii-constanteni-au-suferit-prima-infrangere-in-campionat-pe-teren-propriu-dupa-7-ani

ფოტო: ირაკლი ჩიქოვანი

Leave a Reply