20/10/14 სამი ლიდერი: პსჟ, კელცე და ვესპრემი

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაზე 3 უდანაკარგო გუნდი დარჩა – თავ-თავის ჯგუფებში 8-8 ქულით ლიდერობენ პარი სენ-ჟერმენი, პოლონეთის კელცე და უნგრეთის ვესპრემი.

მეოთხე ტურის მთავარი მატჩი გაიმართა კოპენჰაგენში, სადაც   5000 მაყურებლის თვალწინ ითამაშეს კოლდინგმა და ბარსელონამ, რომლებიც 3-3 მოგებით ლიდერობდნენ. დანიელებმა ბოლო წუთზე, შვიდმეტრიანით გაათანაბრეს ანგარიში – 27:27.

პირველი ქულა დაკარგა სკოპიეს ვარდარმა, ვინც სტუმრად 34:34 ითამაშა მონპელიეში. კაცთა ტურნირზე ახლა შესვენებაა, რომელიც სანაკრებო მატჩებითაა გამოწვეული. ტურნირი განახლდება ნოემბერში, წლის ბოლომდე გუნდები ჯგუფური ტურნირის კიდევ 4 ტურს გამართავენ, დასკვნით ორს – 2015 წლის თებერვალში, რის შემდეგაც 4-4 გუნდი მერვედფინალში გავა და პლეიოფს გააჩაღებს.

დაიწყო ქალთა შეჯიბრებაც. პირველ ტურში ჩემპიონმა, უნგრეთის დიორი ეტომ შინ დაამარცხა ზაგრების ლოკომოტივა – 32:23, ხოლო ფინალისტმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა 23:17 მოუგო წინა ტურნირის ოთხთა ფინალის კიდევ ერთ მონაწილეს, ვარდარს.

აქ პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი გავა მეორე ჯგუფურ ეტაპზე და ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც გაიყოლებს. მეორე ეტაპზე შეიქმნება ორი 6-6 გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც მეოთხედფინალში 4-4 საუკეთესო გავა.

ჩემპიონთა ლიგა. 2014-15. კაცები. 4 ტური

16-19 ოქტომბერი

A ჯგუფი

ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 4 ქულა) – ზაგრები (ხორ, 4) 22:21

მეტალურგ სკოპიე (მკდ, 0) – კილი (გერ, 6) 27:42

მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 2) –  პსჟ (საფ, 8) 28:29

B ჯგუფი

ბეშიქთაში (თურ, 0) – ფლენზბურგი (გერ, 6) 20:27

ვისლა პლოცკი (პოლ, 4) – ალინგსასი (შვდ, 0) 28:25

კოლდინგი (დან, 7) – ბარსელონა (ესპ, 7) 27:27

C ჯგუფი

ცელიე (სლნ, 2) – ვესპრემი (უნგ, 8) 21:24

მონპელიე (საფ, 3) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 7) 34:34

ლიოვენი (გერ, 4) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 0) 34:29

D ჯგუფი

დიუნკერკი (საფ, 2) – კელცე (პოლ, 8)  25:28

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 0) – ოლბორგი (დან, 5) 25:28

პიკ სეგედი (უნგ, 6) – შაფჰაუზენი (შვც, 3) 34:24

ქალები, 1 ტური, 17-19 ოქტომბერი

A ჯგუფი

კრიმ მერკატორი (სლნ) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 32:20

დინამო ვოლგოგრადი (რუს) – ლაიფციგი (გერ) 27:19

B ჯგუფი

ტიურინგერი (გერ) – პოდრავკა (ხორ) 33:20

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 23:17

C ჯგუფი

ვიბორგი (დან) – სევეჰოფი (შვდ) 38:25

დიორი ეტო (უნგ) – ლოკომოტივა ზაგრები (ხორ) 32:23

D ჯგუფი

ბაია მარე (რუმ) – ლიუბლინი (პოლ) 30:25

ლარვიკი (ნორ) – მეცი (საფ) 25:20

ფოტო: კოლდინგი-ბარსელონა

Leave a Reply