20/03/14 ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი დაიწყო

კაცების ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ზაპოროჟიეს მოტორმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო გერმანიის კილს უნგრეთში, ქალაქ დიორში უმასპინძლა და 28:31 დამარცხდა.

უკრაინელებმა იბრძოლეს, 3:0 დაწინაურდნენ, შემდეგ კილი წინ გავიდა, ტაიმი 16:14 მოიგო, თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი მოტორმა გაათანაბრა – 25:25. კილმა მოუმატა და უცებ დაწინაურდა 5 ბურთით – 31:26. საბოლოოდ, 31:28. თამაშს თითქმის 3000 მაყურებელი დაესწრო.

შაბათ-კვირას გაიმართება მერვედფინალის დანარჩენი 7 მატჩი, მომდევნო კვირაში კი საპასუხო შეხვედრებია.

ფოტო: ზაპოროჟიე -კილი

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. მერვედფინალის პირველი მატჩები

20 მარტი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – კილი (გერ) 28:31

22 მარტი

19:10 კელცე (პოლ) – ლიოვენი (გერ)

21:00 ვარდარ სკოპიე (მკდ)- ჰამბურგი (გერ)

23:30 ველენიე (სლნ) – პსჟ (საფ)

23 მარტი

18:00 ოლბორგი (დან) – ბარსელონა (ესპ)

19:55 მეტალურგ სკოპიე (მკდ) – კოლდინგი (დან)

22:00 ვისლა პლოცკი (პოლ) – ვესპრემი (უნგ)

22:15 ცელიე (სლნ) – ფლენზბურგი (გერ)

Leave a Reply