19/04/14 ვესპრემმა და კილმა სტუმრად გაიმარჯვეს

ჩემპიონთა ლიგის შაბათს გამართულ ორივე მატჩში სტუმრებმა გაიმარჯვეს. პარი სენ ჟერმენი დამარცხდა ვესპრემთან – 26:28, ხოლო სკოპიეს მეტალურგმა წააგო კილთან – 21:31.

ლიგის სამგზის გამარჯვებულ კილს (2007, 10, 12) თითქმის განაღდებული აქვს ბოლო 8 სეზონში მეშვიდედ გასვლაოთხთა ფინალში. გრმანელებმა მეტალურგი პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გატეხეს (14:9) და მეორეში გაზარდეს უპირატესობა.

პსჟ დასაწყისში 4:9 ჩამორჩა ვესპრემს, ხოლო ხორვატმა მეკარემ მირკო ალილოვიჩმა ზედიზედ მოიგერია რამდენიმე ბურთი. შემდეგ პარიზელები გაიქცნენ, ძირითადად სწრაფი გარღვევების წყალობით. ჟეფრი მტიმამ პირველ ნახევარში 5 გოლი გაიტანა და სენ ჟერმენმა მოიგო – 14:12.

შესვენებაზე უნგრელების მწვრთნელმა კარლოს ორტეგამ კარში 37 წლის ნანდორ ფაზეკაში ჩააყენა და ამან გაამართლა. პარიზელებიდან მხოლოდ მიქელ ჰანსენს (4 გოლი) გაჰქონდა, ვესპრემი კი ნელნელა წინ გავიდა. ბოლო გოლი უკანასკნელ წამებზე შეაგდო სერბმა მომირ ილიჩმა (7 გოლი), ხოლო ყველაზე შედეგიანი იყო ლასლო ნადი – 9.

კვირას ითამაშებენ ლიოვენი და ბარსელონა, ორშაბათს – ფლენზბურგი და ვარდარ სკოპიე. საპასუხო მატჩები ერთ კვირაშია. გამარჯვებულები ოთხთა ფინალში გადან.

ფოტო: პსჟ-ვესპრემი. იგორ ვორი (10) და ლასლო ნადი (19)

ჩემპიონთა ლიგა. კაცები მეოთხედფინალის პირველი მატჩები

19 აპრილი

პსჟ (საფ) – ვესპრემი (უნგ) 26:28

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – კილი (გერ) 21:31

20 აპრილი

21:15 ლიოვენი (გერ) – ბარსელონა (ესპ)

21 აპრილი

21:00 ფლენზბურგი (გერ) – ვარდარი (მკდ)

Leave a Reply