EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

18:04/14 თექვსმეტწლამდელები მზადებას განაგრძობენ

საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებები გუნდები განაგრძობენ მზადებას 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, რომელიც თბილისში იმართება, ორივე გუნდს აპრილ-მაისში თითო საწვრთნელი შეკრება და 2-2 საერთაშორისო ტურნირი უწევს.

გოგონათა ნაკრების შემადგენლობა და გეგმები გუშინ გაგაცანით, ბიჭები კი 22 მაისიდან 1 ივნისამდე საწვრთნელ შეკრებას გაივლიან დუშეთში. მწვრთნელთა სამეულმა 22 მოთამაშე შეარჩია 12 კლუბიდან.

ბიჭების (16წ) ნაკრები დუშეთის შეკრებაზე. 22 აპრილი-1 მაისი

მეკარეები: დათო მამულაშვილი (რუსთავი), გიორგი ხარაიშვილი (იმედი), სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა)

პივოტები: ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ბიბილეიშვილი (ფოთი), ბექა დანელიშვილი (თელავი)

გარემარბები: გიორგი დოლმაზაშვილი (ყვარელი), ლუკა გაწერელია (პეგასი), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი)

გამთამაშებლები: გიორგი მიქაძე (ფოთი), ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), გიგი ფერაძე (ქარიშხალა), ენრიკე ბაზანოვი (შევარდენი)

შუამარბები: გიორგი ტიელიძე (გორი), ლუკა ბულბულაშვილი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა), ზურაბ გოგავა, მიზეილ ნაზღაიძე (პეგასი),ზეზვა იობაშვილი (იმედი), გიორგი შევჩენკო (მამული)

მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, გიორგი გვაზავა, ჯორჯე რაშიჩი

დუშეთიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრები გაემგზავრება უკრაინის ქალაქ ბროვარიში, საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 6-11 მაისს ითამაშებენ უკრაინის, ბელარუსის, ლიტვის, მოლდოვის, პოლონეთის, საქართველოსა და რუსეთის გუნდები – ნაკრებები და კლუბები.

15-20 მაისს კი თბილისში იმართება ჯემალ ცერცვაძის თასი, სადაც საქართველო ბიჭების ორ ნაკრებს გამოიყვანს. სხვა მონაწილეები არიან უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი. გოგონათა ტურნირში ითამაშებენ პოლონეთის ნაკრები, საქართველო, უკრაინის ორი გუნდი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ცერცვაძის თასამდე გოგონათა ნაკრები შეკრებას გაივლის აზერბაიჯანში და ითამაშებს გომელში, საერთაშორისო ტურნირზე.

Leave a Reply