EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

18/04/14 ტრაბზონი პლეიოფს გამოეთიშა

ქართველი ხელბურთელების, რატი მსხვილიძისა და გიგა ტორონჯაძის კლუბი, ტრაბზონსფორი თურქეთის ჩემპიონატს გამოეთიშა.

მეოთხედფინალის მესამე მატჩში ტრაბზონი შინ დამარცხდა ბურსა ნილუფერთან – 22:29. ქართველებიდან ითამაშა მსხვილიძემ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა. ბურსამ 2-1 მოიგო სერია (30:28, 23:27, 29:22) და ნახევარფინალში გავიდა. რეგულარულ სეზონში ტრაბზონმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ბურსამ – მეხუთე.


Leave a Reply