gnhf-rrr

19-26. წინ იტალიასთან საპასუხო მატჩია

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა წაგებით დაიწყო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – სირაკუზაში 19-26 დამარცხდა იტალიასთან. 6 ნოემბერს იმავე მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მივიღებთ. მთავარ შესარჩევ რაუნდში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო. თავიდან შეტევაში ჩვენი გუნდი არეული იყო და იტალია 2-0 დაწინაურდა, მაგრამ მეკარე შოთა თევზაძემ ზედიზედ მოიგერია რამდენიმე ბურთი, ჭანტურიამ და წითელიშვილმა გაათანაბრეს, ჩიქოვანმა კი მე-15 წუთზე წინ გაიყვანა საქართველო – 5-4. არსენაშვილისა და ორჯონიკიძის დარტყმების შემდეგ კიდევ ორჯერ დავწინაურდით (7-6, 19′), შემდეგ კი იტალიამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ტურკოვიჩმა 26-ე წუთზე ორი ბურთით დააწინაურა იტალია – 10-8. ტაიმი იტალიამ 11-10 მოიგო.

35-ე წუთზე გრიშიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაგვიყვანა წინ – 13-12, იტალის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, დეან ტურკოვიჩმა (10 გოლი, რვიდან 8 შვიდმეტრიანი) გაათანაბრა, მომდევნო შეტევაში კი მასპინძელთა მწვრთნელმა ფრედი რადოიკოვიჩმა პერსონალურად ააყვანინა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი, ირაკლი ჩიქოვანი.

ეს მომენტი გადამწყვეტი გამოდგა. ქართველებს შეტევა გაეჭედათ, იტალიამ კი შემდეგი 10-წუთიანი მონაკვეთი 7-1 მოიგო – 20-14, 45-ე წუთი. 47-ე წუთზე მეკარე შოთა თევზაძე გრძელი პასის ჩასაჭრელად კარიდან გამოვიდა, მარტინ ზონერერს შეეხო, და, წესების თანახმად, წითელი ბარათი მიიღო. ტურკოვიჩს შვიდმეტრიანის შემდეგ ანგარიში 21-14 გახდა და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი იყო, რა სხვაობით წავაგებდით, მაგრამ იტალიამ შვიდბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა – 26-19, რის შემდეგაც საპასუხო მატჩის წინ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ.

საჭიროა მეტოქის 8 ბურთით დამარცხება, რათა ჯგუფის მესამე მეტოქესთნ, ლუქსემბურგთან მატჩების წინ იტალიაზე უკეთეს მდგომარეობაში ვიყოთ.

ნაკრებს იტალიაში არ ახლდა უკანა ხაზის ორი ლიდერი, ტრავმირებული ვლადიმერ რუსია და რატი მსხვილიძე. ვერ ითამაშა ვერც სერგო დათუკაშვილმა, რომელსაც ფეხის ტრავმა ჰქონდა. თბილისში დაგვემატება მსხვილიძე. თამაში 6 ნოემბერს, 18 საათზეა სპორტის სასახლეში.

ხელბურთიევრო 2020, კაცები. პირველიშესარჩევიეტაპი

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

2 ნოემბერი, სირაკუზა. კონჩეტო ლო ბელო. 2100 მაყურებელი

იტალია-საქართველო 26-19

იტა: ფოვიო, პოსტონია, როსი – ტურკოვიჩი 14/10 (8 პენ), რადოვჩიჩი 7/5, ჯანოკარო 6/4, ზონერერი 2/2, ვენტური 5/2, იბალი 2/1, სპერტი 3/1, ვოლპი 5/1, სკატარი 5/0, კოლაზუონო, მორეტი, პარიზინი, დარიპანი – მწვ. რადოიკოვიჩი

საქ: თევზაძე, ცინცაძე – ჭანტურია 8/6, წითელიშვილი 11/4, ჩიქოვანი 7/3, ორჯონიკიძე 14/3, გრიშიკაშვილი 2/1, აბრამიშვილი 3/1, არსენაშვილი 1/1, სიმონია, რუსტამოვი, დიხამინჯია (დათუკაშვილი) – მწვ. ორჯონიკიძე

მსაჯები: მანეა, ილიესკუ (რუმ), დელეგატი: კონსტანტინუ (კვი)

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00 საქართველო-იტალია

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი:თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო

02.11.16 თურქეთი – კოსოვო 26-22

ჯგუფი:საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები- გაიმართება იანვარში

თითოგამარჯვებულიგადისმეორეეტაპზე

დანარჩენი6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.

მეორე ეტაპი:ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.

დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017.აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.

Leave a Reply