18/12/13 ტური ლიდერთა მატჩით დაიხურება
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებმა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ბათუმმა იოლი გამარჯვებები მოიპოვეს და ხუთშაბათს ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.
სტუ-მ დაამარცხა ქუთაისი 31:14, ხოლო ბათუმმა – იმედი – 46:22. გაცილებით უფრო საინტერესო გამოდგა ორი სხვა შეხვედრა.
თელავმა დიდი ბრძოლა გაუმართა სამტრედიას, ვისაც აკლდა ორი ლიდერი, წითელიშვილი და ნიკურაძე. დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე სამტრედია 29:25 იგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გიორგი კობახიძის ზედიზედ სამი ზუსტი შვიდმეტრიანის შემდეგ ანგარიში 33:32 გახდა. ბოლო წამებზე ბურთი ანდრო ანდრიაშვილმა მიიღო და გაიტანა კიდეც, მაგრამ ზედ ტყორცნის დროს სირენის ხმა გაისმა. ბურთი არ ჩაითვალა, სამტრედიამ მოიგო.
ბიჭების ოლიმპიურმა ნაკრებმა პირველი თამაში მოიგო თავისზე ორი წლით უფროს პეგასის ჭაბუკებთან. პეგასი ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობდა და 28:33 დამარცხდა.
ხვალ ტური დასრულდება ლიდერთა მატჩით – 17 საათზე სპორტკომპლექს არენაში ითამაშებენ სტუ და ბათუმი. ამის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე შესვენება გამოცხადდება.
ეროვნული ჩემპიონატი
მეორე წრის პირველი ტური, 16-19 დეკემბერი, თბილისი
18 დეკემბერი
ბათუმი – იმედი 46:22
ბათუმი: სამყურაშვილი – გამზარდია 19, ხუნჯუა 8, ჭელიძე 4, წივწივაძე 3, ქარდავა 3, ი. ნარსია 2, ვინოგრადსკი 2, უ. მაისურაძე 1, ჯორბენაძე 1, ქავთარაძე 1, წიტაიშვილი 1, ჭანტურია 1, გოგიჩაიშვილი
იმედი: მღებრიშვილი, ლორია – გიორგაძე 5, ბეჟანიშვილი 4, ჩიკვილაძე 3, გ. ხანდოლიშვილი 3, მძელური 2, თაბაგარი 2, ჩაკვეტაძე 2, ალანია 1, იობაშვილი, აბაშიძე, ი. კალანდაძე, გოთოშია
სტუ – ქუთაისი 31:14
სტუ: ცერცვაძე, ანდრიაძე, ხიდეშელი – ამირანაშვილი 7, სურმავა 5, ორჯონიკიძე 5, სიმონია 4, გოგალაძე 3, აბრამიშვილი 2, გრიშიკაშვილი 2, ლ. არსენაშვილი 1, სტურუა 1, გოგოლაძე 1, ბერძენიშვილი
ქუთაისი: გულეიშვილი, შეყრილაძე – მათნაძე 5, ახალაძე 3, ჩიხლაძე 2, ჯუღელი 2, ბახტურიძე 1, მერკვილაძე 1, ლომიძე 1, ტარუაშვილი, ახალბედაშვილი, ძნელაძე
სამტრედია – თელავი 33:32
სამტრედია: ხონელიძე – ხაჟომია 10, თევზაძე 6, გაგლოშვილი 5, ავალიანი 5, ზურაბიანი 4, ცხვარაძე 2, ხვიჩია 1, ელგანდაშვილი, ჟვანია, ღაღანიძე, ბოცვაძე
თელავი: ა. სამიტაშვილი – კობახიძე 12, გ. სვიმონიშვილი 9, ჯ. ნიკურაძე 5, გიორგელაშვილი 4, ანდრიაშვილი 1, იაგორაშვილი 1, გიგაური, ი. სამიტაშვილი, მღებრიშვილი, ცისკარიშვილი, ნ. სვიმონიშვილი დიდებაშვილი
ჭაბუკთა ნაკრები – პეგასი 33:28
ჭაბუკები: ს. ხანდოლიშვილი, ვათიაშვილი, – კბილაშვილი 8, დანელიშვილი 5, ბაინაზაშვილი 5, ე. არსენაშვილი 4, ჰუსეინოვი 4, რუსტამოვი 3, ბიბილეიშვილი 2, ნ. მაისურაძე 1, გაწერელია 1, ფერაძე, მამულაშვილი, გოგავა, იობაშვილი
პეგასი: ცინცაძე – ა. ცხვარაშვილი 8, აბჟანდაძე 7, დიხამინჯია 6, ბაძაღუა 3, კოხრეიძე 3, დემეტრაშვილი 1, ცუხიშვილი
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი
მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ————-10-10-0-0-341–218-20
ბათუმი———10–9-0–1-421–302-18
სამტრედია—–10–6-0-4-358–340-12
იმედი———–10–5-0-5-296–335-10
პეგასი———--10–3-2-5-310–334–8
ქუთაისი——–10–2-1-7-282–372–5
ჭაბუკები——--10–1-2-7-282–348–4
თელავი———10–1-1-8-265–306–3
19 დეკემბერი
14:00 არენა 1 იმედი – ქუთაისი
15:30 არენა 1 პეგასი – სამტრედია
16:00 არენა 2 თელავი – ჭაბუკთა ნაკრები
17:00 არენა 1 ბათუმი – სტუ
თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012
ბომბარდირები: უჩა გამზარდია (ბათუმი) 92, ირაკლი თევზაძე (სამტრედია) 76, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 75, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 73, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 72, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 71, გიორგი იობაშვილი (იმედი) 66, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 65
ზურაბ გენგიურის ფოტო: ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი უჩა გამზარდია (10)