19/12/13 ნორვეგია ტიტულს გამოეთხოვა

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები ასეთია: ბრაზილია – დანია, სერბეთი – პოლონეთი.

 

ამ ოთხეულიდან მსოფლიო ჩემპიონი მხოლოდ დანია ყოფილა (1997). დანიელები 50-ე წუთისთვის ორი ბურთით აგებდნენ გერმანიასთან და გადამწყვეტი გამოდგა გარემარბ ტრინე იენსენის ზედიზედ გატანილი 4 გოლი. საბოლოოდ – 31:28.

პოლონეთი და ბრაზილია აქამდე არასოდეს მოხვედრილან მსოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ოთხეულში. პოლონელებმა მოგებას საფუძველი პირველ ტაიმში ჩაუყარეს, როდესაც 3:5 აგებდნენ და ზედიზედ 7 გოლის შემდეგ 10:5 დაწინაურდნენ. წინა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორებმა, ფრანგებმა რამდენჯერმე დაიყვანეს სხვაობა ერთ ბურთამდე, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს.

ბრაზილია ერთადერთი გუნდია, ვინც ყველა მატჩი მოიგო. ზედიზედ მეშვიდე მოგება ყველაზე ძნელი აღმოჩნდა – ამისათვის 80 წუთი, ანუ ორი დამატებითი დრო გახდა საჭირო. ბრაზილია თავიდან 6:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ თამაში ბოლომდე თანაბარი იყო.

ტურნირს გამოეთხოვა 2011 წლის მსოფლიო და 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ნორვეგია. ნორვეგიელები დასაწყისში 9:4 უგებდნენ სერბებს, მაგრამ მასპინძლებმა ხანგრძლივი დევნა წამოიწყეს და მეორე ტაიმის შუაში, დრაგანა ცვიიჩის ზედიზედ 2 ზუსტი პენალტის შემდეგ გაათანაბრეს ანგარიში – 21:21. ნორვეგია აქ გატყდა და სანია დამნიანოვიჩმა მალევე დააწინაურა სერბეთი, ვინც უთუოდ ფავორიტი იქნება ნახევარფინალში, პოლონეთის წინააღმდეგ.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

18 დეკემბერი, მეოთხედფინალი

პოლონეთი – საფრანგეთი 22:21

პოლ: კაპსკა (8/23), ვისოკინსკა (4/10) – ვოიტასი 5, სიოდმიაკი 5, ნედვეძი 3, სემენიუკი 3, შვედი 1 (3ბ), კონიუშანეცი 1, კუდლაცი 1 (4პ), იოხიმეკი 1, კულვინსკა 1, ბიზდრა 1, მიგალა, გრჟიბი სტასიაკი

საფ: ლე ინო (6/18), დარლო (4/14) – პინო 5, დემბელე 5, ბოდუენი 4, კამტო-ნჯიტამი 2, სისე 1, აბდურაიმი 1, სინიატე 1, ტუნკარა 1, ლაკრაბერი 1 (6პ), ზაადი, დერუა, გუაორანი

ბრაზილია – უნგრეთი 33:31 (26:26, 29:29)

ბრა: პესოა (10/22), არენჰარტი (9/28) – ნაშიმენტო 10, ამორიმი 6, როდრიგესი 5, როჩა 4, კავალეირო 3, და სილვა 3, პიედადე 1, მოურა 1, ანდრადე

უნგ: ჰერი (11/37), კიში (1/8) – ტომორი 7, გორბიცი 5, ციფრა 5, სუჩანსკი 3, რედეი-შოოში 3, ბულატი 2, მ. კოვაჩიცი 2, ა. კოვაჩიცი 1, ბოდნარი 1, სამორანსკი 1, ტრიშჩუკი 1, სეკერეში, ზაჩიკი,  ვერტენი

დანია – გერმანია 31:28

დან: გრევე (6/23), პოულსენი (2/24) – კრისტიანსენი 7, იენსენი 6, ნორგარდი 4, გრავჰოლტი 4, ფისკერი 4, ჰანსენი 2, ა. იორგენსენი 2, ბურგარდი 1 (4პ, 3ბ), ტორსგარდი 1, ს. იორგენსენი, შუმახერი, ბონდე

გერ: ვოლტერინგი (12/41), კრაუზე (0/2) – მიულერი 12, ლიორპერი 5, ნადგორნაია 4, ცაპფი 2, შტაინბახი 2, ნაიძინავიჩუსი 1, აუგსბურგი 1, ალტჰაუსი 1, გეშკე, ლანგი, ჰუბინგერი, ბაიერი

სერბეთი – ნორვეგია 28:25

სერ: ტომაშევიჩი (14/32), რისოვიჩი (2/9) – დამნიანოვიჩი 8, ცვიიჩი 8, ლეკიჩი 4, კრპეჟი 3, ნისავიჩი 2, ჟივკოვიჩი 2, პოპოვიჩი 1, ერიჩი, რისოვიჩი, რაიოვიჩი, ფილიპოვიჩი,

ნორ: ლუნდე (16/43), სოლბერგი (0/1) – ლოკე 5, ბრეივანგი 4, მორკი 4, სულანდი 4, ჰერემი 2, ჰამერსენგი 2, ბლანკო 2, ალსტადი 1, რიგელჰუტი 1, სოლბერგი, ნოსტვოლდი, მოლიდი, კრისტიანსენი

ნახევარფინალი, 20 დეკემბერი

21:00 ბრაზილია – დანია

23:45 სერბეთი – პოლონეთი

 

Leave a Reply