17/12/14 შვედეთი მიზანთან ძალიან ახლოა

ევროპის ჩემპიონატზე ოთხშაბათს 6 მატჩია. აქედან სამში უშუალოდ ნახევარფინალში გასვლის პრეტენდენტები თამაშობენ – ესპანეთი-დანია, შვედეთი-მონტენეგრო და ჰოლანდია-საფრანგეთი. ჯერჯერობით გარკვეულია მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტი – ნორვეგია.

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. 7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია

2 ჯგუფი, ზაგრები. 16 დეკემბერი

მდგომარეობა: შვედეთი 7, მონტენეგრო 6 / საფრანგეთი 5, ჰოლანდია 5, გერმანია 1, სლოვაკეთი 0

ჰოლანდია – მონტენეგრო 27-31

ჰოლანდიის ახალგაზრდული გუნდი უმეტეს მატჩებში თავიდან ჩამორჩებოდა, მაგრამ გარდატეხას ახერხებდა ხოლმე. ახლაც ასე ხდებოდა – წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (13-15), ჰოლანდიელები მალევე გავიდნენ წინ (19-17), მაგრამ ევროპის ჩემპიონმა მეტის საშუალება აღარ მისცა. 10 გოლი შეაგდო კატარინა ბულატოვიჩმა, 6 – გარემარბმა რადმილა პეტროვიჩმა. ამ ორის წყალობით მონტენეგრო 50-ე წუთისთვის 26-23 დაწინაურდა, უპირატესობა შეინარჩუნა და ცხრილში გადაასწრო კიდეც  ჰოლანდიას, სადაც, ტრადიციულად, საუკეთესო იყო ესტავანა პოლმანი (8 გოლი, 6 პასი).

შვედეთი – სლოვაკეთი 31-22

შვედეთმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოიგო და პირველი ადგილი შეინარჩუნა, იზაბელ გულდენმა კი 9 გოლი გაიტანა. შვედეთი ძალიან ახლოა მიზნამდე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლო დღეს მონტენეგროსთან დამარცხდება – ფრანგებთან მათ პირადი მატჩი აქვთ მოგებული, ხოლო ჰოლანდიასთან ფრედ ითამაშეს, თუმცა ბურთების სხვაობა 10 პუნქტით უკეთესი აქვთ.

გერმანია – საფრანგეთი 24-24

გერმანიამ კუდი მოიქნია და ძალიან მნიშვნელოვანი ქულა აართვა საფრანგეთს. გერმანია პირველ ტაიმში 5 ბურთითაც ლიდერობდა და ანგარიში მხოლოდ 43-ე წუთზე გათანაბრდა – 18-18, ერთ წუთში კი ფრანგები პირველად და უკანასკნელად დაწინაურდნენ. დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე ლაურა შტაინბახმა (3 გოლი) მარცხენა კუთხიდან დააწინაურა გერმანია – 24-23 და ბოლო გოლი გავიდა სირენამდე 15 წამით ადრე – ალისონ პინოს (3 გოლი) გარღვევას მოჰყვა შვიდმეტრიანი, რომელიც გამოიყენა პოლე ბოდუენმა (5) – 24-25. გერმანიის გუნდში 9 გოლი გაიტანა გარემარბმა ანგი გეშკემ, 19 დარტყმა მოიგერია კატია შულკემ.

ბოლო ტურში ფრანგებს, ისევე როგორც ჰოლანდიელებს, ერთმანეთთან მატჩში მოგება სჭირდებათ, თან ისე, რომ მონტენეგრომ არ მოუგოს შვედეთს.

17 დეკემბერი

18:45 შვედეთი – მონტენეგრო

21:00 გერმანია – სლოვაკეთი

23:15 ჰოლანდია – საფრანგეთი

1 ჯგუფი, დებრეცენი

მდგომარეობა: ნორვეგია 8, დანია 5 / ესპანეთი 4, უნგრეთი 4, რუმინეთი 3, პოლონეთი 0

17 დეკემბერი

19:00 პოლონეთი – რუმინეთი

21:15 ესპანეთი-დანია

23:30 უნგრეთი – ნორვეგია

ფოტო: გერმანია-საფრანგეთი

Leave a Reply