16/12/14 ნორვეგია უკვე ნახევარფინალშია

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე გამოვლინდა პირველი ნახევარფინალისტი – ნორვეგია. მეორე საგზურისთვის ბოლო ტურში დანია და ესპანეთი იბრძოლებენ.

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. 7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია

მეორე ეტაპი. 1 ჯგუფი, დებრეცენი. 15 დეკემბერი

მდგომარეობა: ნორვეგია 8, დანია 5 / ესპანეთი 4, უნგრეთი 4, რუმინეთი 3, პოლონეთი 0

ესპანეთი – რუმინეთი 20-22

რუმინეთს 3 თამაშიდან 1 ქულა ჰქონდა და პირველი ტაიმის შემდეგ  9-14 აგებდა ესპანეთთან, მაგრამ 45-ე წუთზე ანგარიში უკვე 16-16 იყო და ესპანეთი წინ მეტად აღარ გასულა. 19-19-ზე აურელია ბრადიანუსა (2 გოლი) და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, კრისტინა ნიაგუს (7) გოლების შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდა – ესპანეთი ზედიზედ მეორედ დამარცხდა, 20-22. 20 დარტყმა (51%) მოიგერია რუმინელთა მეკარემ პაულა უნგურიანუმ, 16 – ესპანელმა ანა ტემპრანომ.  მოგების მიუხედავად, რუმინეთს ნახევარფინალში გასვლის შანსი აღარ დარჩა.

პოლონეთი – ნორვეგია 24-26

უიმედო და უმოტივაციო აუტსაიდერი პოლონეთი პირველი ტაიმის შემდეგ 15-11 იგებდა. ლიდერები კაროლინა კუდლაჩი და ალინა ვოიტაში მწვრთნელმა ძალიან ცოტა ათამაშა, წინა პლანზე გამოვიდნენ პივოტი იოანა დრაბიკი (5) და უკანახაზელები ივონა ნეძვეძი (4) და ალექსანდრა ზიხი (4). პოლონელებს დაემატათ საუკეთესო ბომბარდირი, კინგა ბიზდრაც, რომელმაც ჩემპიონატის პირველი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ექვსი დარტყმიდან მხოლოდ ორჯერ შეაგდო.  ხოლო ნორვეგიას ჰყავდა ნორა მორკი, რომელმაც მარტო მეორე ტაიმში რვა გოლი გაიტანა (სულ – 11) – ცაცია, რომელიც ინსაიდის კვალობაზე საკმაოდ დაბალია (169 სმ). შედეგად, ოლიმპიური ჩემპიონი მეტოქეს უკვე 41-ე წუთზე დაეწია, ხოლო დასრულებამდე 5 წუთით ადრე საქმე მოთავებული ჰქონდა – 26-22. ნორვეგია ნახევარფინალშია, თან ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდა.

უნგრეთი – დანია 20-23

ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა მეორე მასპინძელი, უნგრეთიც, ვინც დამარცხდა დანიასთან. მთავარი რაუნდის ბოლო დღეს, ამ ჯგუფში მეორე ნახევარფინალისტის ვინაობას გაარკვევენ დანია და ესპანეთი. დანიას ფრეც ჰყოფნის. უნგრეთი მათ დავაში ვერ ჩარევა, რადგან დანიასთანაც წაგებული აქვს და ესპანეთთანაც.

დანიასთან უნგრეთმა ერთადერთხელ, მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ დასრულებამდე 12 წუთით ადრე უკვე 7 ბურთით აგებდა – 15:22. მასპინძელთაგან საუკეთესო იყო მეკარე ევა კიში (20 მოგერიება), დანიელებში – ლინე იორგენსენი  (6 გოლი).

17 დეკემბერი

19:00 პოლონეთი – რუმინეთი

21:15 ესპანეთი-დანია

23:30 უნგრეთი – ნორვეგია

2 ჯგუფი, ზაგრები

მდგომარეობა: ჰოლანდია 5,  შვედეთი 5 / საფრანგეთი 4,  მონტენეგრო 4, გერმანია 0, სლოვაკეთი 0

16 დეკემბერი

18:45 ჰოლანდია – მონტენეგრო

21:00 შვედეთი – სლოვაკეთი

23:15 გერმანია – საფრანგეთი

17 დეკემბერი

18:45 შვედეთი – მონტენეგრო

21:00 გერმანია – სლოვაკეთი

23:15 ჰოლანდია – საფრანგეთი

ფოტო: ნორვეგია-პოლონეთი. ნორა მორკი

Leave a Reply