17/12/13 სერბების მოგება ბოლო წამზე
მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთში გამოვლინდა ყველა მეოთხედფინალური წყვილი: ნორვეგია – სერბეთი, ბრაზილია-უნგრეთი, გერმანია – დანია და საფრანგეთი – პოლონეთი.
ორშაბათს 4 მერვედფინალი გაიმართა. უნგრეთმა 28:21 მოუგო ესპანეთს. წარმატებული სერია გააგრძელეს ჯგუფური ტურნირის გამარჯვებულმა გუნდებმა. მეექვსე გამარჯვებები მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონმა ნორვეგიამ (ჩეხეთთან 31:21) და მომავალი ოლიმპიადის მასპინძელმა ბრაზილიამ (ჰოლანდიასთან 29:23).
ბელგრადში, კომბანკ არენას 25-ათასიან დარბაზში სერბეთმა უმასპინძლა კორეას. სერბები დასრულებამდე 10 წუთით ადრე ხუთი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ჩამოეძინათ და 56-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა – 25:25. სერბეთი ორჯერ კიდევ გავიდა წინ და კორეამ ორჯერ გაათანაბრა. ბოლოს – დასრულებამდე 12 წამით ადრე რიუმ ანგარიში 27:27 გახადა მაშინ, როცა კორეა რიცხვნაკლული თამაშობდა. დამატებითი დრო თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ზედ ბოლო წამზე, ელენა ერიჩმა თავისი ერთდერთი, მაგრამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა ამ თამაშში – 28:27.
სანუგეშო ტურნირი, ეწ პრეზიდენტის თასი მოიგო ტუნისმა, ვინც მე-17 ადგილისთვის მატჩში ჩინეთი 28:23 დაამარცხა. 18 დეკემბერს მეოთხედფინალების დღეა.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
16 დეკემბერი, მერვედფინალი
უნგრეთი – ესპანეთი 28:21
გორბიჟი 6, ზაჩიკი 5, ბოგნარი 4 – ლოპესი 7, კაბრალი 4, აგილარი 4
ბრაზილია – ჰოლანდია 29:23
როდრიგესი 7, ამორიმი 6, ნასიმენტო 6 – აბინგჰი 7, კროოტი 6, ლუსიანო 4
ნორვეგია – ჩეხეთი 31:21
მორკი 5, ლოკე 5, სოლბერგი (მეკ, 13/25) – ლუზუმოვა 6, ჰრბკოვა 4
სერბეთი – კორეა 28:27
ლეკიჩი 8, პოპოვიჩი 6, დამნიანოვიჩი 6 – იუნი 8, ვოო 6, რიუ 4, ჩოი 4
მეოთხედფინალი, 18 დეკემბერი
20:30 ბრაზილია – უნგრეთი
20:30 საფრანგეთი – პოლონეთი
23:15 გერმანია – დანია
23:15 ნორვეგია – სერბეთი
პრეზიდენტის თასი
მატჩი 17 ადგილისთვის
ტუნისი – ჩინეთი 28:23
19 ადგილისთვის
არგენტინა – დრ კონგო 31:19
21 ადგილისთვის
პარაგვაი – ალჟირი 29:19
23 ადგილისთვის
დომინიკელთა რესპუბლიკა – ავსტრალია 27:26