17/11/14 ბარსელონას რევანში ჩემპიონთან

კაცთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე პირველი წრე ორი პრინციპული მატჩით დასრულდა. ბარსელონამ სტუმრად 37:33 მოუგო ფლენზბურგს, ვისთანაც შარშანდელ ნახევარფინალში შვიდმეტრიანების სერიით დამარცხდა.

 

პირველი ტაიმის შემდეგ ფრე იყო, მეორეში ძალიან კარგად ითამაშა ფლენზბურგის მარჯვენა ინსაიდმა ჰოლგერ გლანდორფმა, ვისაც 11 გოლი დაუგროვდა, მაგრამ სტუმრები მუდმივად წინ იყვნენ 2-4 გოლით და მოგება შეინარჩუნეს. ბარსაში ყველაზე შედეგიანი იყო კირილ ლაზაროვი 10 გოლით, 7 გაიტანა ვიქტორ ტომასმა (ფოტოზე), ამდენივე – ნიკოლა კარაბატიჩმა.

პირველად წააგო პარი სენ ჟერმენმა, რომელსაც შინ ვერაფერი უშველა მიქელ ჰანსენის 8 გოლმა. პარიზელები დამარცხდნენ შარშანდელ ფინალიტ კილთან – 25:27. გერმანელებს უძღვებოდა ხორვატი გამთამაშებელი, 203 წლის მსოფლიოს საუკეტესო ხელბურთელი, დომაგოი დუვნიაკი – 7 გოლი.

ლიგაზე ორი უდანაკარგო გუნდი დარჩა – უნგრეთის ვესპრემი და პოლონეთის კელცე. 2014 წელს კიდევ სამი ტური გაიმარტება, დანარჩენი 2 – თებერვალში და მერვედფინალის 16 მონაწილეც გამოვლინდება.

ქალები პირველ ეტაპს ამ უქმეებზე დაასრულებენ. მეხუთე ტურში მიზანს კიდევ სამმა გუნდმა მიაღწია და მეორე ჯგუფური ეტაპის თორმეტიდან რვა მონაწილე უკვე ცნობილია, მაგრამ ბოლო ტურისთვის, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართება , მოტივაცია ყველას აქვს – ჯგუფიდან სამ-სამი გუნდი გადის და ერთმანეთში დაგროვილი ქულებიც მიჰყვება. ოთხი საგზურიც გასათამაშებელია.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15

კაცები. 5 ტური. 16-19 ნოემბერი

A ჯგუფი

პსჟ (საფ, 8) – კილი (გერ, 8) 25:27

მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 4) –  ზაგრები (ხორ, 4) 26:22

ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 6) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 0) 31:27

B ჯგუფი

ვისლა პლოცკი (პოლ, 4) – კოლდინგი (დან, 9) 28:29

ფლენზბურგი (გერ, 6) – ბარსელონა (ესპ, 9) 33:37

ბეშიქთაში (თურ, 2) – ალინგსასი (შვდ, 0) 28:26

C ჯგუფი

ლიოვენი (გერ, 6) – ცელიე (სლნ, 2) 34:29

ვარდარ სკოპიე (მკდ, 7) – ვესპრემი (უნგ, 10) 23:24

მონპელიე (საფ, 4) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 1) 32:32

D ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 2) – შაფჰაუზენი (შვც, 3) 31:26

პიკ სეგედი (უნგ, 8) – დიუნკერკი (საფ, 2) 23:21

ოლბორგი (დან, 5) – კელცე (პოლ, 10)  25:27

ქალები. პირველი ეტაპი. 5 ტური, 15-16 ნოემბერი

A ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 3) – კრიმ მერკატორი (სლნ, 4) 29:25

ლაიფციგი (გერ, 6) დინამო ვოლგოგრადი (რუს, 7) 27:30

B ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ, 7)ბუდუჩნოსტი (მნტ, 9) 24:24

პოდრავკა (ხორ, 0) – ტიურინგერი (გერ, 4) – 28:32

C ჯგუფი

სევეჰოფი (შვდ, 3) – ვიბორგი (დან, 5) 25:25

ლოკომოტივა ზაგრები (ხორ, 2) – დიორი ეტო (უნგ, 10) 15:26

D ჯგუფი

მეცი (საფ, 3) – ლარვიკი (ნორ, 10) 25:26

ლიუბლინი (პოლ, 3) ბაია მარე (რუმ, 4) 22:28

 

Leave a Reply