EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

14/11/14 ქარიშხალამ ტიტული შეინარჩუნა

დასრულდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი ეტაპი. თბილისის ლიგის გადამწყვეტ თამაშში ქარიშხალამ 41:28 დაამარცხა პეგასი და თბილისის ჩემპიონი გახდა.

თამაშამდე ფავორიტად ითვლებოდა პეგასი, რომელსაც პირველი მატჩიც მოგებული ჰქონდა მეტოქისთვის, ხოლო ქარიშხალას დამწყები შვიდეულის ორი წევრი, არსენაშვილი და ბულბულაშვილი აკლდა. თუმცა, ბოლო მომენტში პეგასსაც დააკლდა წინა თამაშში ტრავმირებული ნაზღაიძე.

პეგასმა კარგად დაიწყო. ზედიზედ 4 ბურთი მოიგერია მეკარე ზურაბიშვილმა, მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ პერსონალურად ააყვანინა ქარიშხალას ლიდერი კბილაშვილი, ანგარიში კი 3:1 გახდა. პასუხად, გიორგი ქობელაშვილმა მეურვე მიუჩინა პეგასის გამთამაშებელ ზარნაძეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

პეგასის შეტევა მოიშალა, ამას გარდა კი თამაში წაუვიდა ქარიშხალას მეკარე ხანდოლიშვილსაც – შარშანდელი ჩემპიონი წინაც გავიდა და სხვაობასაც მუდმივად ზრდიდა. პასუხად, კალანდაძემ 4-2 ტაქტიკურ სქემას მიმართა, მაგრამ პეგასმა ვერც კბილაშვილი გააუვნებლა (7 გოლი პირველ ტაიმში, 15 სულ) და 6 მეტრიდანაც უამრავი ბურთი გაუშვა. ტაიმის ბოლოს გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო – ქარიშხალა 21:11 იგებდა და პეგასს ბრძოლაში დაბრუნების რესურსი აღარ ჰქონდა. საბოლოოდ, 41:28. ამგვარად, თბილისის ლიგის სამეული შარშანდლის შემდეგ უცვლელი დარჩა – ქარიშხალა, პეგასი, იმედი.

დასავლეთში პრიზიორთა სამეული წინადღით გამოვლინდა – ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი. სამტრედიამ პირადი თამაშებით აჯობა ბათუმს (მოგება და ფრე), ზუგდიდი კი საუკეთესო მეოთხეადგილოსანი გახდა და მეორე ეტაპზე ისიც გავიდა.

საუკეთესო ათეული 2015 წელს ბრძოლას უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძობს. მეორე ეტაპის მონაწილეები არიან: გორი, კახეთი, რუსთავი (აღმოსავლეთი), ქარიშხალა, პეგასი იმედი (თბილისი), ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი (დასავლეთი) და ზუგდიდი (საუკეთესო მეოთხე ადგილი). ერთწრიანი ტურნირის შემდეგ საჩემპიონო რბოლას საუკეთესო ექვსეული შემორჩება და მესამე ეტაპს 0 ქულით დაიწყებს.

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები

დასავლეთის ლიგა. 1014 ნოემბერი, სენაკი

14 ნოემბერი

ქუთაისი-წყალტუბო 38:19

ზუგდიდი-სამტრედია 34:29

მსაჯები: ამირან კომახიძე, ინა ჭკუასელი

საბოლოო: ქუთაისი 14 ქულა, სამტრედია 9, ბათუმი 9 / ზუგდიდი 8 / წყალტუბო 0

თბილისის ლიგა. 1014 ნოემბერი, გლდანი

14 ნოემბერი

იმედი – მამული 34:31

იმ: ხარაიშვილი, როკაშვილი – იობაშვილი 9, რუსტამოვი 8, მიქავა 7, მელაშვილი 3, დვალიძე 3, გოგუა 2, მღებრიშვილი 1, ბაინაზიშვილი 1, გოგუა 1, თურქაძე, გიორგაძე, აქტუსი

მამ: დავითაშვილი – კორაშვილი 11, შევჩენკო 8, სხვიტარიძე 6, წულიაშვილი 4, ტალახაძე 1, ფიჩხაია 1, ბიჭიაშვილი, ნოზაძე, თოდუა, არუთინოვი, სამადაშვილი, ცხვედიანი

პეგასი – ქარიშხალა 28:41

პეგ: ზურაბიშვილი, მჭედლიძე – მაისურაძე 7, ცხოვრებაძე 6, გაწერელია 5, ზარნაძე 4, ლაპიაშვილი 3. ბაჯალაძე 1, კაჭკაჭაშვილი 1, ხვადაგიანი 1, გოგოლაძე

ქარ: ხანდოლიშვილი, ფარესიშვილი – კბილაშვილი 15, მამულაშვილი 7, ჯინჭარაძე 6, ბიბილეიშვილი 6, კვირკველია 4, ფერაძე 3, წიკლაური, გოგრიჭიანი, ციხიშვილი, ივანიაძე, აროშიძე, ასაბაშვილი, ფხაკაძე

მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე

საბოლოო: ქარიშხალა 14, პეგასი 12, იმედი 10 / მამული 4, შევარდენი 0

აღმოსავლეთი. გორი 12, კახეთი 8, რუსთავი 4 / ქარელი 0

 

Leave a Reply