13/11/14 ქუთაისი ჩემპიონია, თბილისში ხვალ გაირკვევა
საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ხელბურთელთა შორის გაირკვა დასავლეთის ლიგის ჩემპიონი, ხოლო თბილისში გამარჯვებული ბოლო დღეს, პარასკევს გამოვლინდება.
სენაკში, ქუთაისის გუნდმა (მწვრთნელები გია თავხელიძე, დავით გობეჯიშვილი, ალექსანდრე ბოყოჩაძე) დაამარცხა სამტრედია, 39:25 და პირველი ადგილი გაინაღდა. სამტრედიამ (მწ. ავთანდილ ქავზინაძე, ალექსანდრე ხონელიძე) შარშანდელი მეორე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო მესამეზე გავიდა ბათუმის გუნდი (მწ. მაია შალამბერიძე), ვინც დღეს დაამარცხა შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ზუგდიდი – 42:28. მეორე ეტაპზე გასვლის შანსი აქვს ზუგდიდსაც (მწ. ნელი ფარცვანია), რომელსაც სამი ლიგის მეოთხეადგილოსანთა შორის ჯერჯერობით უკეთესი შედეგი აქვს.
თბილისის ლიგაში ქარიშხალამ დამაჯერებლად, 38:28 დაამარცხა იმედი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. ლიგაში ჩემპიონის ვინაობა ხვალ გაირკვევა პეგას-ქარიშხალას მატჩში. გამარჯვებული პირველ ადგილს დაიკავებს. ფრე პეგასს აწყობს, რადგანაც პირველ წრეში კონკურენტისთვის მოგებული აქვს.
პირველი ეტაპის 10 საუკეთესო გუნდი 2015 წელს ბრძოლას საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძობს.
საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები
დასავლეთის ლიგა. 10–14 ნოემბერი, სენაკი
13 ნოემბერი
ბათუმი-ზუგდიდი 42:28
ბათ: კოკაშვილი, დავითაძე – სიხარულიძე 16, მალაყმაძე 8, მახაჭაძე 5, კაიშვილი 4, კოტოშაძე 3, დიასამიძე 3, ქათამაძე 2, კეკელიძე 1
ზუგ: ხასია – გრიგოლია 8, ბულია 8, ხურციძე 6, გოგოხია 3, ძაძამია 2, შედანია 1
სამტრედია-ქუთაისი 25:39
სამ: ქავზინაძე, შველიძე – ანტონოვიჩი 9, ზურაბიანი 6, ბოცვაძე 6, გაგუა 2, ლ. ცხვარაძე 1, ძნელაძე 1
ქუთ: ფაილოძე, კუპატაძე – მერკვილაძე 12, გიორგაძე 7, კლდიაშვილი 6, ქუთათელაძე 5, რობაქიძე 4, თოდაძე 3, მამისეიშვილი 2
მსაჯები: ამირან კომახიძე, ინა ჭკუასელი
მდგომარეობა: ქუთაისი 12 ქულა (7 თამაშიდან), სამტრედია 9 (7), ბათუმი 9 (8) / ზუგდიდი 6 (7), წყალტუბო 0 (7)
14 ნოემბერი. 15:00 ქუთაისი-წყალტუბო, 16:30 ზუგდიდი-სამტრედია
თბილისის ლიგა. 10–14 ნოემბერი, გლდანი
13 ნოემბერი
ქარიშხალა-იმედი 38:28
ქარ: ხანდოლიშვილი 1 – მამულაშვილი 12, ფერაძე 10, კბილაშვილი 10, კვირკველია 3, ბიბილეიშვილი 1, ჯინჭარაძე 1, წიკლაური, აროშიძე, გოგრიჭიანი
იმ: ხარაიშვილი, როკაშვილი – რუსტამოვი 8, იობაშვილი 5, მიქავა 5, დვალიძე 5, ბაინაზიშვილი 4, გოგუა 1, ჰუსეინოვი, მღებრიშვილი, თურქაძე, მელაშვილი, გიორგძე, აქტუსი
შევარდენი-პეგასი 29:39
შევ: თვალიაშვილი – ზაალიშვილი 9, ბაზანოვი 6, თიგიშვილი 6, მიჩილაშვილი 5, ბულია 2, აგაჯანოვი 1, ინანიშვილი, დონაძე
პეგ: მჭედლიძე, ცირეკიძე – ცხოვრებაძე 11, კაჭკაჭაშვილი 9, ზარნაძე 5, მაისურაძე 4, გაწერელია 3, ლაპიაშვილი 3. ხვადაგიანი 2, ბაჯალაძე 1, მამაგეიშვილი 1, გოგოლაძე
მსაჯები: ელენე არაბული, გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე,
მდგომარეობა: პეგასი 12 (7), ქარიშხალა 12 (7), იმედი 8 (7) / მამული 4 (7), შევარდენი 0 (8)
14 ნოემბერი. 15:00 იმედი-მამული 16:30 პეგასი-ქარიშხალა
აღმოსავლეთი. საბოლოო. გორი 12, კახეთი 8, რუსთავი 4 / ქარელი 0