17/05/14 ბრძოლა პირველ ნაკრებში მოსახვედრად

ჯემალ ცერცვაძის თასზე დღეს მეორე დღე იყო. ერთმანეთში ითამაშეს საქართველოს პირველმა და მეორე ნაკრებმა გუნდებმა.

ბრძოლა სერიოზული იყო, არამარტო სატურნირო, არამედ უფრო შიდა კონკურენციის თვალსაზრისით – ყველა იბრძვის პირველ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად.

გოგონებში პირველმა გუნდმა 17:13 მოიგო. ბიჭებში კონკურენცია უფრო დიდია. მეორე ნაკრები ერთხანს თანაბრად ეთამაშებოდა მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ თავისი გაიტანა პირველი გუნდის ლიდერთა ოთხეულმა – ირაკლი კბილაშვილმა, ერეკლე არსენაშვილმა, ხაზეინ რუსტამოვმა და ლუკა ბულბულაშვილმა. ამ ოთხმა ჯამში 30 გოლი დააგროვა და თავის გუნდს მოაგებინა – 33:25.

კვირას გოგონებში ჯგუფური ტურნირის ბოლო დღეა, რომელიც ფინალისტებს გამოავლენს. ბიჭები ორ წრედ თამაშობენ და ხვალ საქართველოს პირველი და მეორე გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

ჯემალ ცერცვაძის თასი

(ბიჭები და გოგონები, 16 წლამდე)

17 მაისი, გლდანი

გოგონები

პოლონეთი – სომხეთი 35:14

პოლ: კამინსკა, კლოსი – ბლაშკოვსკა 7, შინკლარუკი 5, ვეცკოვსკა 4, სვერჩეკი 3, კოვალჩუკი 3, ნოსეკი 3, პლომინსკა 3, ურბანსკა 2, რიგუსკა 2, პეკელა 1, გრანიცკა 1, გედლეკი 1

სომ: ჰაირაპეტიანი, სარგსიანი – ესაიანი 4, ტონიანი 3, ბიძიანი 2, გიურლინიანი 2, ბაბაიანი 1, ჭგნავორიანი 1, ღარიბიანი 1, ხაჩატრიანი, შაჰნაზარიანი, სტეპანიანი, ბადალიანი

საქართველო 1 – საქართველო 2 17:13

საქ 1: ჩაჩუა, ჯავახია – გაბისონია 4, ყველაშვილი 3, ჩოხელი 3, ნარიმანიძე 2, ღვალაძე 1, გადელია 1, ქიტესაშვილი 1, ჯაღათაშვილი 1, ჩოგოვაძე 1, ხურცილავა, მიხელიძე, ვენეცკი

საქ 2: ყაველაშვილი, გუბელაძე – კუნელაშვილი 6, გიორგაძე 4, მორჩაძე 2, თეთრაშვილი 1, ფარცვანია, ს. იორდანიშვილი, ყუფუნია, ჭითანავა, ორჯონიკიძე, შოშიტაშვილი, კუპატაძე, თ. იორდანიშვილი

მდგომარეობა: პოლონეთი 4 ქულა (2 თამაშიდან), აზერბაიჯანი 4 (2), საქართველო-1 4 (3), სომხეთი 0 (2), საქართველო -2 0 (3)

ბიჭები

საქართველო 1 – სომხეთი 30:12

საქ 1: ხანდოლიშვილი, მამულაშვილი – მიქაძე 6, გოგავა 5, ფერაძე 5, ბიბილეიშვილი 3, ბულბულაშვილი 3, გაწერელია 3, მერკვილაძე 2, იობაშვილი 1, რუსტამოვი 1, კბილაშვილი 1, ზაალიშვილი, არსენაშვილი

სომ: აპრესიანი, სარქსიანი – სიმონიანი 5, ასლოიანი 3, ავაქიანი 2, მარტიროსიანი 1, კროიანი 1, ოჰანიანი, გევორქიანი , ბაზიკიანი, ს. გრიგორიანი, შერმაზანიანი, ე. გრიგორიანი

საქართველო 2 – აზერბაიჯანი 23:10

საქ 2: ვათიაშვილი, ხარაიშვილი – დანელიშვილი 7, ზარნაძე 6, ბაჯალაძე 2, ჰუსეინოვი 2, მაისურაძე 1, ტარუაშვილი 1, ნაზღაიძე 1, მამულაშვილი 1, ტიელიძე 1, კორაშვილი 1, დოლმაზაშვილი, ბაზანოვი, ბაინაზიშვილი, მიქავა, მჭედლიშვილი

აზე: მამადზადა, მურსალოვი – ვალიევი 5, აფსალოვი 1, მამადოვი 1, ნაჯაფოვი 1, სარიფლი 1, მურადოვი 1, ტალიშინსკი, ისმაილოვი, ყურბანოვი, იბრაჰიმლი, ბაბაევი, გრეჩკინი

საქართველო 1- საქართველო 2 33:25

საქ 1(გოლები): კბილაშვილი 12, არსენაშვილი 6, რუსტამოვი 6, ბულბულაშვილი 6, მიქაძე 1, ფერაძე 1, გოგავა 1

საქ 2: დანელიშვილი 5, ზარნაძე 4, კორაშვილი 4, ბაინაზიშვილი 4, ნაზღაიძე 3, ჰუსეინოვი 2, ტარუაშვილი 2, მამულაშვილი 1

აზერბაიჯანი – სომხეთი 23:17

აზე: ვალიევი 13, სარიფლი 3, აფსალოვი 3, მურადოვი 2, ტალიშინსკი 1, ბაბაევი 1

სომ: სიმონიანი 8, მარტიროსიანი 2, კროიანი 2, შერმაზანიანი 2, ავაქიანი 1, ს. გრიგორიანი 1, ასლოიანი 1

3-3 თამაშიდან: საქართველო-1 6 ქულა, საქართველო-2 4, აზერბაიჯანი 2, სომხეთი 0

მსაჯები: ელენა არაბული-ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე-გიორგი სამყურაშვილი

სამდივნო: მარი ხაჭაპურიძე, ვახტანგ ბერიაშვილი, ჯიმშერ დვალიშვილი

18 მაისი
11:00 გოგონები პოლონეთიაზერბაიჯანი
12:00
გოგონები საქართველო 2 – სომხეთი
13:00
ბიჭები საქართველო 1 – სომხეთი
14:00
ბიჭები საქართველო 2 – აზერბაიჯანი
15:00
გოგონები საქართველო 1 – პოლონეთი
16:00
ბიჭები საქართველო 1- საქართველო 2
17:00
გოგონები სომხეთიაზერბაიჯანი

ფოტო: საქართველო 1 – საქართველო 2

Leave a Reply