16/05/14 ბიჭების მოგება და გოგონების მარცხი

ჯემალ ცერცვაძის თასის გათამაშება მოგებით დაიწყეს საქართველოს ბიჭების ნაკრებებმა, თუმცა, გოგონათა ტურნირზე საქართველოს ორი გუნდის მიერ პირველ დღეს გამართული 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი დასრულდა ქართველების გამარჯვებით.

ბიჭების პირველმა და მეორე გუნდებმა 20-20 ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს აზერბაიჯანი და სომხეთი და უკვე ცხადია, რომ ორწრიანი ტურნირის გამარჯვებული მასპინძელთა შორის მატჩებში გამოვლინდება.

გოგონებში, რომლების ერთ წრედ თამაშობენ და შემდეგ ფინალები აქვთ, დიდი ალბათობით მთავარ ფინალში პოლონეთი და აზერბაიჯანი გავლენ, ხოლო ქართველებს მესამე ადგილისთვის მოუწევთ ერთმანეთში ბრძოლა.

გოგონათა პირველმა გუნდმა უპრობლემოდ მოუგო სომხეთს, მეორე შემადგენლობა კი დიდი სხვაობით დამარცხდა პილონეთთან, რომელიც ოსტატობით და ფიზიკური კონდიციებით ტურნირზე აშკარად გამორჩეულია.

სამწუხაროდ, ჩვენი ორივე გუნდი დაამარცხა აზერბაიჯანმა და ისე მოხდა, რომ მეორე ნაკრებმა უკეთ ითამაშა. ფარცვანიას, თეთრაშვილის, სიხარულიძისა და ყუფუნიას კარგი თამაშის წყალობით ჩვენები 15 წუთი წინ იყვნენ, მაგრამ იორდანიშვილის ორწუთიანი გაძევების დროს სამი ბურთით გაუშვეს, ტაიმი 9:13 წააგეს და შემდეგ უფრო ჩამორჩნენ – 17:26.

პირველი ნაკრები კი თავიდანვე 1:7 აგებდა აზერბაიჯანთან. ქართველებმა ვერ შეაჩერეს მეტოქის ლიდერი ჯულია ფოლადოვა (13 გოლი), რომელიც თექვსმეტი წლის გოგოსთვის უჩვეულოდ მძლავრი დარტყმით გამოირჩეოდა. საქართველოს ნაკრების დამწყები შემადგენლობიდან თამაში არავის წაუვიდა, დანარჩენებს კი მწვრთნელებმა მხოლოდ მაშინ მისცეს შანსი, როდესაც თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. საბოლოოდ – 12:23.

შეჯიბრების საზეიმო გახსნაზე მონაწილეებს 75 წლის იუბილარი, ჯემალ ცერცვაძე მიესალმა. ტურნირი, რომელიც ტრადიციული გახდება, შაბათ-კვირას გაგრძელდება და ორშაბათს დასრულდება.

ფოტო: საქართველო 2- სომხეთი

ჯემალ ცერცვაძის თასი

(ბიჭები და გოგონები, 16 წლამდე)

16 მაისი, გლდანი

ბიჭები

საქართველო 1 – აზერბაიჯანი 36:16

საქართველო: ხანდოლიშვილი, მამულაშვილი – ბულბულაშვილი 8, კბილაშვილი 8, გაწერელია 5, ბიბილეიშვილი 5, არსენაშვილი 3, რუსტამოვი 2, იობაშვილი 2, ზაალიშვილი 1, ფერაძე 1, მერკვილაძე 1, მიქაძე, გოგავა

აზერბაიჯანი: მამადზადა, მურსალოვი – ვალიევი 5, აფსალოვი 4, სარიფლი 2, ტალიშინსკი 2, მურადოვი 2, მამადოვი 1, ისმაილოვი, ყურბანოვი, იბრაჰიმლი, ნაჯაფოვი, ბაბაევი, გრეჩკინი

საქართველო 2 – სომხეთი 34:14

საქართველო 2: ვათიაშვილი, ხარაიშვილი – ბაინაზიშვილი 5, დანელიშვილი 4, კორაშვილი 4, მამულაშვილი 4, ჰუსეინოვი 3, დოლმაზაშვილი 3, ზარნაძე 3, მჭედლიშვილი 3, ბაზანოვი 2, მაისურაძე 1, მიქავა 1, ტარუაშვილი 1, მეძმარიაშვილი, ტიელიძე

სომხეთი: აპრესიანი, სარგსიანი – სიმონიანი 8, ასლოიანი 3, კროიანი 1, ს. გრიგორიანი 1, ე. გრიგორიანი 1, ბაზიკიანი, ოჰანიანი, ავაგიანი, მარტიროსიანი, გევორგიანი, შერმაზანიანი

გოგონები

საქართველო 1 – სომხეთი 22:8

საქართველო 1: ჩაჩუა, ჯავახია – გაბისონია 8, ყველაშვილი 3, გადელია 3, ჯაღათაშვილი 3, ღვალაძე 2, ქიტესაშვილი 2, მიხელიძე 1, ჩოხელი, ვენეცკი, ჩოგოვაძე, ნარიმანიძე, ხურცილავა

სომხეთი: აირაპეტიანი, სარგსიანი – ესაიანი 5, შაჰნაზარიანი 1, ტონიანი 1, ჭიგნავორიანი 1, ხაჩატრიანი, ბაბაიანი, ბიძიანი, სტეპანიანი, გიურლინიანი, ღარიბიანი, ბადალიანი

საქართველო 2 – აზერბაიჯანი 17:26

საქართველო 2: ყაველაშვილი, გუბელაძე – კუნელაშვილი 7, სიხარულიძე 3, თეთრაშვილი 3, ს. იორდანიშვილი 2, ყუფუნია 1, გიორგაძე 1, ფარცვანია, მორჩაძე, კუპატაძე, შოშიტაშვილი, ჭითანავა, თ. იორდანიშვილი

აზერბაიჯანი: მ. მუსაევა, სალამოვა, მახანკოვა – ფოლადოვა 7, კალმიკოვა 6, გულიევა 4, სმაგინა 4, ალიევა 2, ნაგიევა 1, ს. მუსაევა 1, ბაგიროვა 1, პეტრუშოვა, ტაგიზადა, რასულოვა

პოლონეთი – საქართველო 2 38:11

პოლონეთი: კამინსკა, კლოსი – გრანიცკა 8, ბლაშკოვსკა 8, სვერჩეკი 5, ნოსეკი 3, პლომინსკა 3, გედლეკი 2, პეკელა 2, როგუსკა 2, ვეცკოვსკა 2, ურბანსკა 1, შინკლარუკი 1, კოვალჩუკი 1

საქართველო 2 (გოლები): მორჩაძე 3, ფარცვანია 2, ს. იორდანიშვილი 2, გიორგაძე 2, ჭითანავა 1, ყუფუნია 1

საქართველო 1 – აზერბაიჯანი 12:23

საქართველო 1 (გოლები) – გადელია 4, გაბისონია 3, ვენეცკი 2, მიხელიძე 2, ჩოხელი 1

აზერბაიჯანი (გოლები) – ფოლადოვა 13, კალმიკოვა 4, გულიევა 2, სმაგინა 3, ალიევა 1

მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე-გიორგი სამყურაშვილი

17 მაისი

11:00 ბიჭები საქართველო 1 – სომხეთი

12:00 ბიჭები საქართველო 2 – აზერბაიჯანი

13:00 გოგონები სომხეთი – პოლონეთი

14:00 გოგონები საქართველო 1 – საქართველო 2

15:00 ბიჭები საქართველო 1- საქართველო 2

16:00 ბიჭები აზერბაიჯანი – სომხეთი

Leave a Reply