17/05/14 ახალგაზრდული ნაკრების ნაყოფიერი ტურნე
უკრაინიდან დაბრუნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც EHF მსოფლიო თასის წინ საწვრთნელი შეკრება გამართა. გვესაუბრება ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლევან გელაშვილი.
-შეკრება ძალიან ნაყოფიერი იყო. ქალაქ ბროვარიში იდეალურ პირობებში ვემზადებოდით და ოთხი საკონტროლო მატჩიც გავმართეთ. საკონტროლო მატჩები კი არა, სახელდახელო ტურნირიც გამოვიდა ჩვენი ნაკრების, ბროვარის ორის გუნდისა და კიევის ცსკა-ს მონაწილეობით. ბროვარის მეორე გუნდთან 26:26 ვითამაშეთ, პირველს 26:25 მოვუგეთ, ხოლო კიეველებთან 25:28 წავაგეთ. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეტამაშეთ ტურნირის გამარჯვებულ გუნდს – ცსკა-ს – 24:28. მეტოქეები ჩენი ასაკისა არ იყვნენ, მოზრდილები ჰყავდათ. საუკეთესოდ ითამაშეს ჩვენმა მეკარეებმა, ჯონი ცერცვაძემ და ზურაბ ცინცაძენ. საკმაოდ სერიოზული ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ზურაბ აბრამიშვილი, რომელიც მთლიანად არ დაგვიტვირთავს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ EHF მსოფლიო თასისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. ანდორაში 20 მაისს მივემგზავრებით.
ახალგაზრდული ნაკრები (20წ) უკრაინაში. 14-16 მაისი, 2014
მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)
გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომარ ალანია (1995, იმედი), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)
პივოტები: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ)
უკანა ხაზი: ზურაბ სიმონია (1995, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, იმედი), ამირან აბჟანდაძე (1996, პეგასი)
მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი; ექიმი: ლევან ლინნიკი
საქართველო – ბროვარი 2 26:26
ცინცაძე (9 მოგერიება), ცერცვაძე (5) – ორჯონიკიძე 10, სიმონია 5, კოხრეიძე 4, გოგოლაძე 3, სტურუა 2, აბრამიშვილი 1, ალანია 1
საქართველო – ბროვარი 1 26:25
ცინცაძე (12), ცერცვაძე (3) – ორჯონიკიძე 6, ცხვარაშვილი 5, დიხამინჯია 5, სიმონია 4, აბრამიშვილი 2, ალანია 2, გოგოლაძე 2
საქართველო – ცსკა 25:28
ცინცაძე (12), ცერცვაძე (5) – ორჯონიკიძე 7, სიმონია 4, აბრამიშვილი 4, ალანია 3, გოგოლაძე 3, ცხვარაშვილი 2, კოხრეიძე 2
საქართველო – ცსკა 24:28
ცერცვაძე (16), ცინცაძე (2) – ორჯონიკიძე 9, სიმონია 5, გოგოლაძე 3, ცხვარაშვილი 2, კოხრეიძე 2, სტურუა 2, ლ. არსენაშვილი 1
ფოტო: ზურაბ ცინცაძე