17/04/15 ყვარელი საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ჩემპიონი 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის გახდა ყვარლის გუნდი, ვინც ბოლო ტურში, საჩემპიონო შეხვედრაში დაამარცხა უშუალო კონკურენტი და ტიტულის შარშანდელი მფლობელი, თბილისის მამული 22-21.

ყვარლელები ლიდერობდენ თავიდან ბოლომდე, ტაიმი 12-9 მოიგეს, მეორეში კი 18-12 დაწინაურდნენ. მამულმა მოახერხა ის, რომ ბოლო 10 წუთში ანგარიში 17-22-დან 21-22 გახადა, მაგრამ დრო აღარ ეყო და მეტის შანსი არ მისცემია, რადგანაც ჩემპიონობისთვის 3 ბურთით მოგება სჭირდებოდა.

ოთხწრიანი ტურნირი ამით დასრულდა. ყვარელმა (მწვრთნელები ზურაბ ხარებაშვილი, გოჩა ღონიაშვილი) მთელი ტურნირი სტაბილურად განვლო, 21 თამაშიდან 19 მოიგო და შარშანდელი ბრინჯაოს მედლები ოქრიზე გადაცვალა. მეორე ადგილზე გავიდა მამული (მწვ. ჯულია კასიანი), მესამეზე – თბილისის პეგასი (ნინო წივწივაძე).

ამ ასაკის საკლუბო სეზონი ამით დასრულდა. ახლა საქართველოს გოგონათა ნაკრები გააგრძელებს მზადებას ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის. 24 აპრილს თბილისში გაიმართება ამ შეჯიბრების წილისყრა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. გოგონები, 1998-99

ბოლო ტური, 17 აპრილი. გლდანი

მამული – ყვარელი 21-22

მამ: ვარდიშვილი – ყველაშვილი 6, ომიაძე 5, ღვალაძე 4, გიორგაძე 3, გაბისონია 3, ჯაღათაშვილი, ჯავახიშვილი 
ყვ: გუბელაძე – კუნელაშვილი 7, თეთრაშვილი 6, ქიტესაშვილი 5, თ. იორდანიშვილი 3, მიხელიძე 1, ს. იორდანიშვილი, კუპატაძე

ფოთი – პეგასი 21-26
ფოთ: კუბლაშვილი, შინკარენკო – გადელია 10, სიხარულიძე 7, ფარცვანია 3, ჭითანავა 1, ჯგერენაია, ბერაია, ყუფუნია, სურგულაძე

პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ჩოგოვაძე 12, ჩახუნაშვილი 5, ჩოხელი 4, სარაჯიშვილი 3, შოშიტაშვილი 1, მორჩაძე 1, ქებაძე, კახაია, ფაჩუაშვილი, ბერიძე

მსაჯები: ე. არაბული, გ. სამყურაშვილი, გ. წივწივაძე

საბოლოო მდგომარეობა (21 თამაშიდან):

1. ყვარელი 38 ქულა, 2. მამული 34, 3. პეგასი 29, 4. ფოთი 12, 5. წყალტუბო 7 (6. ქარიშხალა, 7. იმედი)

Leave a Reply