16/04/15 ყვარელი-მამული, ჩემპიონი ბოლო ტურში ვლინდება
საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული ბოლო ტურში, პრეტენდენტთა ურთიერთშეხვედრაში გამოვლინდება – ყვარელი 2 ქულით უსწრებს მამულს და ჩემპიონობისთვის ფრე ან ორი ბურთით წაგებაც ყოფნის.
ამ ორი გუნდის წინა სამი თამაშიდან ორი მოიგო ყვარელმა (29-26, 21-17), ერთი – მამულმა (23-19). თუ ხვალ მამულმა 3 ბურთით გაიმარჯვა, მაშინ ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობაც გათნაბრდება და ძალაში შევა დებულების შემდეგი პუნქტი: ჩემპიონი გახდება მამული, რომელსაც ყველა თამაშში ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს (420-279, 340-248).
დღეს ყვარელმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა პეგასი (21-20), რომელსაც ფინალურმა სასტვენმა ბოლო შეტევაში მოუსწრო. თამაში ფრედ რომ დამთავრებულიყო, მაშინ ამდენი თვლა საჭირო აღარ გახდებოდა – მამულ-პეგასის მატჩში ნებისმიერი სხვაობით მოგებული ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებდა.
ხვალ გადამწყვეტი მატჩი გლდანის ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში ორის ნახევარზე დაიწყება. მესამე ადგილი უკვე მოიპოვა პეგასმა.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
გლდანი, 15 აპრილი
ყვარელი – წყალტუბო 29-15
ყვ: გუბელაძე – ს. იორდანიშვილი 6, მიხელიძე 6, თეთრაშვილი 5, ქიტესაშვილი 4, თ. იორდანიშვილი 3, კუნელაშვილი 2, კუპატაძე 2, ლეშკაშელი 1, კორახაშვილი – მწ. ხარებაშვილი, ღონიაშვილი
წყ: ჯიქია, თვალაძე – ფანცხავა 3, მამარდაშვილი 3, ჯავახაძე 3, ჯიმშელეიშვილი 3, ჯანელიძე 2, დარსაველიძე 1, ჯიშკარიანი, ქაშიბაძე, ფანცულაია, დახუნდარიძე, ჩირგაძე, სოფრომაძე – მწვ. ჯანელიძე, გოგიძე
მამული – პეგასი 30-23
მამ: ვარდიშვილი – ყველაშვილი 12, გაბისონია 6, თ. გიორგაძე 5, ჯაღათაშვილი 3, ომიაძე 2, ღვალაძე 1, ჯავახიშვილი 1, მირზოევა, იაშვილი, შახულოვა, წერეთელი, ხოკერაშვილი, ს. გიორგაძე – მწვ. კასიანი
პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ჩოხელი 12, ჩოგოვაძე 9, ჩახუნაშვილი 1, შოშიტაშვილი 1, მორჩაძე, ქებაძე, კახაია, სარაჯიშვილი, ფაჩუაშვილი, სალუქვაძე – მწვ. წივწივაძე
ფოთი – წყალტუბო 46-28
ფოთ: კუბლაშვილი – სიხარულიძე 11, გადელია 9, ჭითანავა 9, ხურცილავა 5, ჯგერენაია 4, ფარცვანია 3, სურგულაძე 2, ბერაია 1, ყუფუნია 1, შინკარენკო 1 – მწვ. გეფერიძე, გამზარდია
წყ: ჯანელიძე 14, ჯიშკარიანი 6, ჯიმშელეიშვილი 3, ჯავახაძე 2, დარსაველიძე 2, მამარდაშვილი 1
16 აპრილი
პეგასი – ყვარელი 20-21
პეგ: ჩოგოვაძე 10, ჩოხელი 6, მორჩაძე 3, შოშიტაშვილი 1
ყვ: კუნელაშვილი 4, ქიტესაშვილი 4, ს. იორდანიშვილი 4, თ. იორდანიშვილი 4, კუპატაძე 3, მიხელიძე 2
ფოთი – მამული 24-33
ფოთ: გადელია 12, სიხარულიძე 9, ჯგერენაია 2, ჭითანავა 1,
მამ: ჯაღათაშვილი 11, ღვალაძე 11, ყველაშვილი 3, თ. გიორგაძე 3, ომიაძე 3, გაბისონია 2
პეგასი – წყალტუბო 27-21
პეგ: ჩოგოვაძე 9, ჩოხელი 8, მორჩაძე 5, ჩახუნაშვილი 3, სარაჯიშვილი 1, შოშიტაშვილი 1
წყ: მამარდაშვილი 6, ჯავახაძე 4, ჯანელიძე 4, ჯიშკარიანი 3, ჯიმშელეიშვილი 3, ფანცხავა 1
მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, გ. სამყურაშვილი, გ. წივწივაძე
მდგომარეობა: ყვარელი 36 ქულა (20 თამაშიდან), მამული 34 (20), პეგასი 27 (20), ფოთი 12 (20), წყალტუბო 7 (21)
ბოლო ტური, 17 აპრილი
12:00 ფოთი – პეგასი
13:30 მამული – ყვარელი