16/03/14 რუსთავს მეკარემ მოაგებინა

თბილისსა და სენაკში დასრულდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების მორიგი ტურები.

სენაკში თამაშობდა 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭების დასავლეთის ოთხეული. აქ ყველა თამაში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიგო. 2-2 მოგებით და თითო წაგებით ლიდერობენ ფოთი და სამტრედია, ერთი მოგება აქვს ზუგდიდს. ქუთაისმა, რომელმაც პირველ ეტაპზე რვავე შეხვედრაში გაიმარჯვა, ამჯერად ორივე თამაში წააგო. აღმოსავლეთი ოთხეული (პეგასი, ქარიშხალა, გორი, თელავი) ითამაშებს 20-22 მარტს, თბილისში, აპრილში კი გაიმართება საერთო ტური.

თბილისში ფედერაციის თასზე 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭებისთვის ქუთაისი და რუსთავი ლიდერობენ. რუსთავმა დღეს მეკარე დავით მამულაშვილის (ფოტოზე) ბრწყინვალე თამაშის წყალობით 26:20 დაამარცხა თბილისის შევარდენი. შეჯიბრება აპრილში დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი. 2000-01, ბიჭები. სენაკი

16 მარტი

ფოთი – სამტრედია 20:18

ზუგდიდი – ქუთაისი არ შედგა

ქუთაისი – სამტრედია 17:18

ფოთი – ზუგდიდი 17:24

სამტრედია 4 ქულა (3 თამაშიდან), ფოთი 4 (3), ზუგდიდი 2 (2), ქუთაისი 0 (2)

აღმოსავლეთი გუნდები (პეგასი, ქარიშხალა, გორი, თელავი) ითამაშებენ 20-22 მარტს, თბილისში

ფედერაციის თასი. 1998-99, ბიჭები. თბილისი

16 მარტი

რუსთავი – შევარდენი 26:20

ლაგოდეხი – წყალტუბო 26:33

2 თამაშიდან: ქუთაისი 4 ქულა, რუსთავი 4, შევარდენი 2, წყალტუბო 2, ლაგოდეხი 0, ქარელი 0

ტურნირი დასრულდება აპრილში

Leave a Reply