15/03/14 ბორჯომის შეკრებიდან ცერცვაძის ტურნირამდე

2015 წლის ევროპის ახალგაზდრული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას განაგრძობს საქართველოს გოგონათა ნაკრები.

გუნდი დღეს გაემგზავრა ბორჯომში, სადაც მაია კარბუნარის, ელისო ჟურულიშვილისა ფიზმომზადების მწვრთნელ მამია ტუღუშის ხელმძღვანელობით 12-დღიან შეკრებას გაივლის.

ამის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატების მატჩებია, რასაც მოჰყვება სამი საერთაშორისო ტურნირი. აპრილში გოგონათა ნაკრები გაემგზავრება ბაქოში, მაისში – მინსკში, ხოლო მაისშივე – უკვე თბილისში გაიმართება ჯემალ ცერცვაძის 75 წლისთვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი 16-წლამდელ ბიჭებსა და გოგონებს შორის.

დიდი ქართველი ხელბურთელი იუბილეს 7 მაისს აღნიშნავს, ხოლო ტურნირის გამართვის წინასწარი ვადაა 10-15 მაისი.

ამჟამად ხელბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას აწარმოებს კოლეგებთან ათიოდ ქვეყნიდან. თუ ყველაფერი წარმატებულად დასრულდა, ცერცვაძის ტურნირზე სოლიდური შემადგენლობა უნდა შეიკრიბოს. შეჯიბრებას ტესტ-ტურნირის სტატუსი ექნება 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის.

გოგონათა (16წ) ნაკრები

მეკარეები: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), თამარ ჩაჩუა (პეგასი), ლედი მაზმიშვილი (მამული)

მოთამაშეები: თათია გადელია, ანა ხურცილავა (ფოთი), თინა ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი, მარი მიხელიძე (ყვარელი), მედეა ჩოხელი, მაია ბერიძე, თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (პეგასი), სოფი ნარიმანიძე, ნინო გაბისონია, ანა ყველაშვილი, ქრისტინე ღვალაძე, თეონა ჯაღათაშვილი (მამული), მარი კერესელიძე (იმედი)

მწვრთნელები: მაია კარბუნარი, ელისო ჟურულიშვილი, მამია ტუღუში

Leave a Reply