EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

15/03/14 თბილისსა და სენაკში

თბილისსა და სენაკში მიმდინარეობს საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები.

სენაკში საგაზაფხულო ეტაპი დაიწყეს უმცროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულმა ბიჭებმა და გოგონებმა. ბიჭებში პირველი ეტაპის შემდეგ შეირჩა 8 გუნდი, ვინც ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს. დასავლეთიდან – ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი და სამტრედია; აღმოსავლეთიდან – გორი, თელავი, პეგასი და ქარიშხალა. სენაკში ბრძოლა დასავლეთის ოთხეულმა დაიწყო.

პირველ დღეს ფოთმა დაამარცხა ქუთაისი – 23:17, ხოლო სამტრედიამ – ზუგდიდი – 21:17. აღმოსავლეთის ოთხეული თბილისში შეიკრიბება 20-22 მარტს.

სენაკშივე, ამავე ასაკის გოგონათა ტურნირზე ფოთის გუნდმა დაამარცხა ზუგდიდი – 19:14.

თბილისში გრძელდება ფედერაციის თასის გათამაშება 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების იმ გუნდებისთვის, ვინც ათეულში ვერ მოხვდა. შეჯიბრების მეორე დღეს რუსთვმა დაამარცხა ქარელი – 17:9, ხოლო ქუთაისმა – წყალტუბო, 23:19.

ორშაბათს განახლდება საქაართველოს ეროვნული ჩემპიონატი. სპორტკომპლექს არენაში ითამაშებენ აღმოსავლეთის გუნდები – სტუ, იმედი, პეგასი და ქარიშხალა.

ფედერაციის თასი. 1998-99, თბილისი

15 მაისი

რუსთავი – ქარელი 17:9

ქუთაისი – წყალტუბო 23:19

ქუთაისი 4 ქულა (2 თამაშიდან), შევარდენი 2 (1), რუსთავი 2 (1), წყალტუბო 0 (1), ლაგოდეხი 0 (1), ქარელი 0 (2)

საქართველოს ჩემპიონატი 2000-01, სენაკი

ბიჭები

ფოთი – ქუთაისი 23:17

სამტრედია – ზუგდიდი 21:17

გოგონები

ფოთი – ზუგდიდი 19:14

 

Leave a Reply