ნაკრებებისიახლეები
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის პირველობაზე მე-9–მე-20 ადგილებისთვის ითამაშებს
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის პირველობაზე ასპარეზობას მე-9–მე-20 ადგილებისთვის აგრძელებს. ხვალ, 1 ივლისს, თბილისის დროით 12:00 საათზე საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდება, 20:00 საათზე კი — ჩეხეთს.
გიოტებორგში მიმდინარე 16 წლამდე ხელბურთელთა ევროპის პირველობის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა: დღის პირველ ნახევარში ნიდერლანდებს ეთამაშა და 11:15 დამარცხდა, მოგვიანებით კი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა 20:21.
ევროპის პირველობა 3 ივლისს დასრულდება.