16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ისლანდიასთან ფრე ითამაშა, ჩეხეთთან კი დამარცხდა
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები გიოტებორგში მიმდინარე ევროპის პირველობაზე, მე-9–მე-20 ადგილებისთვის ბრძოლაში, ისლანდიასა და ჩეხეთს დაუპირისპირდა.
საქართველო – ისლანდია 16:16
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობის მესამე საშეჯიბრო დღე ისლანდიასთან მატჩით გახსნა. ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო, თუმცა თამაშში დარჩენას მუდმივად ახერხებდა. მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე კი ანგარიში გავათანაბრეთ და საბოლოო შედეგი დავაფიქსირეთ.
- საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; მარიამ დანელია (4), ნინო მუშკუდიანი (4), ლიზი კვესელავა (3), მარიამ ქათამაძე (2), ანასტასია ესართია (2), ბარბარე გამგებელი (1), ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო ქებურია, სესილი სალუქვაძე, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე, მართა ბარნაბიშვილი.
საქართველო – ჩეხეთი 9:22
ჩეხებთან მატჩი რთული გამოდგა. საქართველოს ნაკრები შეხვედრაში გარდატეხის შეტანას ვერ ახერხებდა, მეტოქე კი უპირატესობას ზრდიდა. თუ პირველ ტაიმში ასე თუ ისე წინააღმდეგობას ვუწევდით, მეორეში ჩეხები შეუჩერებელნი იყვნენ.
- საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი (3), ბარბარე გამგებელი (2), მარიამ ქათამაძე (2), სესილი სალუქვაძე (1), მართა ბარნაბიშვილი (1), ლიზი კვესელავა, ანასტასია ლაგვილავა, მარიამ დანელია, ნინო ნაგერვაძე, ნინო ქებურია, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე, ანასტასია ესართია.
ხვალ, 3 ივლისს, ევროპის პირველობის დასკვნით დღეს, საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები თბილისის დროით 12:45 საათზე ლიეტუვას შეხვდება.