15/12/15 ოთხშაბათს მეოთხედფინალია

ხელბურთელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დანიაში, 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალისთვის დაწყვილდა. 16 დეკემბერს თამაშობენ: ჰოლანდია-საფრანგეთი, რუსეთი-პოლონეთი, მონტენეგრო-ნორვეგია და დანია-რუმინეთი.

ბოლო 4 მერვედფინალიდან ორი ძალიან დაძაბული გამოდგა. საფრანგეთ-ესპანეთის მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო, ესპანეთმა ტაიმი 12-9 მოიგო  და მეორეშიც უფრო ხშირად ლიდერობდა, მაგრამ წითელი ბარათი მიიღო გუნდის ლიდერმა, კარმენ მარტინმა, ზედ ბოლო წამზე კი ესპანელთა კარში შვიდმეტრიანი დანიშნა, რომელიც შეაგდო ალექსანდრა ლაკრაბერმა – 22-21.

პოლონეთი 11-5 უგებდა უნგრეთს, მაგრამ 18-28-ე წუთებზე ზედიზედ გაუშვა 8 გოლი და 11-13 ჩამორჩა. 53-ე წუთისთვის კაროლინა კუდლაცმა ორი გოლით 24-22 დააწინაურა პოლონეთი, სუჩანსკიმ 23-24 გახადა და ბოლო 6 წუთი გოლი აღრ გასულა. 17 ბურთი მოიგერია ანა ვისოკონსკამ, მაშინ როდესაც ორივე უნგრელმა მეკარემ – მხოლოდ 7.

რუსეთმა 30-25 მოუგო კორეას, მონტენეგრომ – 38-28 ანგოლას და მეოთხედფინალში შეხვდება ოლიმპიურ ჩემპიონ ნორვეგიას. ამ მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალში დანიას ან რუმინეთს დაუწყვილდება, ხოლო ბადის მეორე ნახევარში არიან ჰოლანდია, საფრანგეთი, რუსეთი და პოლონეთი.

სანუგეშო ჯილდო, პრეზიდენტის თასი მოიგო კუბის ნაკრებმა, ვინც მე-17 ადგილისთვის მატჩში დაამარცხა არგენტინა, 35-27.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

მერვედფინალი. 14 დეკემბერი

საფრანგეთი – ესპანეთი 22-21

საფ: ლენო 5/16, გლოზერი 5/15 – ნიომბლა 8, ლაკრაბერი 5, პინო 5, ბიულუსი 2, ნზე მინკო 1, დემბელე 1, კამტო ნჯიტამი, ედვიჟი, ლასურსი, ელიონი, ლანდრი, პრუვენსიე, ლევეკი

ესპ: ნავარო 12/32, დე პაულა 0/2 – პენია 7, ჩავესი 5, მარტინი 3, აგილარი 3, პინედო 3, კაბრალი, მანგე, ლოპესი, გონსალესი, ელორსა, ეზოგკე

პოლონეთი – უნგრეთი 24-23

პოლ: ვისოკინსკა 17/36, გავლიკი 1/5 – კუდლაცი 8, ბიზდრა 4, კულვინსკა 3, კობილინსკა 3, ნეძვეძი 2, ზალევსკა 1, კოცელა 1, სტახოვსკა 1, სადეი 1, სტასიაკი

უნგ: ბირო 7/23, კიში 0/8 – ჰორნიაკი 5, სუჩანსკი 5, სოლოში-ზაჩიკი 4, გორბიცი 3, ა. კოვაჩიჩი 2, ტრიშჩუკი 2, ტომორი 1, მაიერი 1, სამორანსკი, ბოგნარ-ბოდი, სეკერეში, პლანეტა,  მ. კოვაჩიჩი

რუსეთი – კორეა 30-25

რუს: სედოიკინა 14/37, ეროხინა 0/2 – აკოფიანი 6, ვიახერევა 5, კუზნეცოვა 5, ილინა 4, ბობროვნიკოვა 2, ბლიზნოვა 2, სენი 1, მარენნიკოვა 1, მაკეევა 1, ხმიროვა 1, ჩერნოივანენკო 1, დმიტრიევა 1,

კორ: პარკი 13/42, ჯუ 0/1 – ლი 7, ჯ. ჯუნი 5, ი. ჯუნი 3, სიმი 3, გვონი 2, იუ 2, რიუ 1, იუ 1, ჰანი 1, ჯ. კიმი

მონტენეგრო – ანგოლა 38-28

მნტ: ბარიაკტაროვიჩი 7/22,  რაიჩიჩი 4/9, ჰასანიჩი 2/10 – რადიჩევიჩი 9 , მეჰმედოვიჩი 7, ბულატოვიჩი 6, იოვანოვიჩი 5, პავიჩევიჩი 3, იაუკოვიჩი 3,  რაიჩევიჩი 2, ლაზოვიჩი 2,  გრბიჩი 1, რამუშოვიჩი, კლიკოვაცი,  დესპოტოვიჩი

ანგ: ბრანკო 7/34, ალმეიდა 1/12 – ბერნარდო 11, კარლოსი 8, მაჩადო 4, გიალო 3,  დომბასე 1, ვენანსიო 1, მონტეირო, კიალა, ანდრე, ვიეგასი, მ. სანტოსი, კაზანგა

მეოთხედფინალი, 16 დეკემბერი

20:45 კოლდინგი, ჰოლანდია – საფრანგეთი

21:00 ჰერნინგი, პოლონეთი – რუსეთი

23:30 კოლდინგი, ნორვეგია – მონტენეგრო

23:45 ჰერნინგი, რუმინეთი – დანია

პრეზიდენტის თასი. 17-24 ადგილები. ფინალი, 14 დეკემბერი

23-24 კუბა – დრ კონგო 29-19

21-22 ტუნისი – ყაზახეთი 39-23

19-20 იაპონია – პუერტო რიკო 44-15

17-18 ჩინეთი – არგენტინა 35-27

კლასიფიკაცია. 9-24 ადგილები. 9.  შვედეთი 10. ბრაზილია 11. უნგრეთი 12. ესპანეთი 13. გერმანია 14. კორეა 15. სერბეთი 16. ანგოლა 17. ჩინეთი 18. არგენტინა  19. იაპონია 20. პუერტო რიკო 21. ტუნისი 22. ყაზახეთი 23. კუბა 24. დრ კონგო

პირდაპირი რეპორტაჟები:

http://www.ihf.info/en-us/ihfcompetitions/worldchampionships/womensworldchampionships/womensworldchampionshipden2015/livestreaming.aspx


Leave a Reply