EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

16/12/15 ხელბურთის ფედერაცია აცხადებს კონკურსს

ა.ა.ი.პ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია“ 2016 წელს ხელბურთში ქალთა გუნდებში IHF/EHF მსოფლიო თასის ჩატარებასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს ტურნირის ლოგოს შექმნაზე.

ინფორმაცია:

2016 წლის 8-13 მარტს თბილისში ტარდება ხელბურთის IHF/EHF მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა გუნდებს შორის. შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებს 8 გუნდი (ევროპის მასშტაბით).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრებს, დიზაინერებს, გრაფიკოსებს და ა.შ.

ტექნიკური მოთხოვნები:

· ლოგო უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური, ბრენდირებული (ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე, მაგალითად: მაისური, მედალი, ვებგვერდზე და ..), ხარისხიანი რეპროდუქციის მიზნით, არ უნდა იყოს მიმსგავსებული სხვა ლოგოებს, არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს, უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი.

· ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით.

· თავდაპირველად მასალა ესკიზების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში.

· უნდა ჰქონდეს წარწერა: 2016 IHF/EHF Women’s Trophy, 8-13 March, Tbilisi, Georgia

ა.ა.ი.პ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ საკონკურსო კომისია გამოავლენს საუკეთესო ნამუშევარს.

წარდგენილი მასალა ხდება საქართველოს ხელურთის ეროვნული ფედერაციის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მიზნებისათვის.

კონკურსანტის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

1. დასკანირებული ხელმოწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ არის საკუთარი ნამუშევარი, არ მიუბაძავთ სხვისთვის ან არ გამოუყენებიათ წინა დიზაინი, მათ შორის საკუთარიც;

2. ლოგოს და სლოგანის JPEG და PNG ბრენდირებული ფაილები;

3. საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 29 იანვარი, 18:00 საათი. კონკურსანტებმა მოთხოვნილი ფაილები და რეკვიზიტები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geohf@access.sanet.ge
გამარჯვებულ კონკურსანტთან საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია გააფორმებს ხელშეკრულებას.

გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს გადაეცემა 500 (ხუთასი) ლარი.

Leave a Reply