14/12/15 ბრაზილიამ ტიტული დაკარგა

ხელბურთელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დანიაში, გაირკვა 4 მეოთხედფინალისტის ვინაობა: რუმინეთი, ნორვეგია, დანია და ჰოლანდია. ტიტული უკვე დაკარგა წინა ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბრაზილიამ. დღეს დარჩენილი 4 მერვედფინალია.

ბრაზილიამ რუმინეთთან 8-13 წააგო პირველი ტაიმი, ხოლო კრიტიკული მომენტი დადგა 51-ე წუთზე, როდესაც ბრაზილიამ ზედიზედ მეოთხე გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 19-20, თუმცა, ადრიანა ნეკიტამ და აურელია ბრადიანუმ მაინც მოაგებინეს რუმინეთს – 25-22, რომელიც მეოთხედფინალში დანიას შეხვდება.

დამარცხდა წინა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, სერბეთიც, რომელიც გაანადგურა ჰოლანდიამ – 36-20, ხოლო მეკარე ტეს ვესტერმა 27-დან 13 დარტყმა მოიგერია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნორვეგიამ უპრობლემოდ მოუგო გერმანიას – 28-22.

ყველაზე საინტერესო იყო წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორის, დანიისა და შვედეთის მატჩი. დანიას ჯგუფირი ტურნირის ბოლო ორი მატჩი ჰქონდა წაგებული, ხოლო შვედეთი წაუგებლად მიდიოდა. გადამწყვეტი გამოდგა 15-წუთიანი შუალედი პირველი ტაიმის ბოლოსა და მეორის დასაწყისში, როცა  შვედებმა მთელი 15 წუთის განმავლობაში გოლი ვერ გაიტანეს. 37-ე წუთზე მასპინძლები 17-9 იგებდნენ.

ჯგუფური ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა, ნატალი ჰაგმანმა ამ თამაშში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა, თუმცა, იოჰანა ალმისა და იამინა რობერტსის წყალობით შვედებმა სხვაობა შეამცირეს – 17-20, 48-ე წუთზე. აქ დანიამ ზედიზედ სამი გოლი შეაგდო და გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა. საბოლოოდ – 26-19. მასპინძელთა გუნდში საუკეთესოი იყო უკანა ხაზი, ლინა და სტინე იორგენსენები და კრისტიანსენი.

დღეს კიდევ 4 მერვედფინალია: საფრანგეთი-ესპანეთი, უნგრეთი-პოლონეთი, რუსეთი-კორეა და მონტენეგრო-ანგოლა.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

მერვედფინალი. 13 დეკემბერი

რუმინეთი – ბრაზილია 25-22

რუმ: უნგურიანუ 9/31 – ბრადიანუ 7, ნიაგუ 6, ნეკიტა 5, არდიანი 3, ბუჩესკი 3, ჯეიჯერი 1, მანია, სუჩი, პერიანუ

ბრა: პესოა 7/20, არენჰარტი 1/12, 1 გოლი  – ბელო 5, ამორიმი 4, ნაშიმენტო 3, სილვა 2, დენიზი 2, პიედადე 2,  და როჩა 2, კოპი 1, ფაჩინელო, კინტინო, არაუჟო, ანდრადე

ნორვეგია – გერმანია 28-22

ნორ: გრიმსბო 15/35, ს. სოლბერგი 1/3 – ლოკე 9, ოფტედალი 5, მორკი 4, ჰერემი 3, შ. სოლბერგი 2, კრისტიანსენი 1, სკოგრანდი 1,  სულანდი 1, ბ. რიგელჰუტი 1, კურტოვიჩი 1, ტომაჩი, ვიბე, ინგსტადი

გერ: კრამარჩიკი 13/40, ვოლტერინგი 1/2 – შმიტსი 7, ზ. მიულერი 7, ლიოპერი 3, ნაიძინავიჩუსი 2, მაცუკო 1,  ლანგი 1, შმელცერი 1, ფ. მიულერი, შულცე, ჰუბინგერი,

დანია – შვედეთი 26-19

დან: პოლსენი 7/22, ტოფტი 1/5 – ს. იორგენსენი 6, კრისტიანსენი 3, ლ. იორგენსენი 3, ჰანსენი 3, ოსტერგარდი 3, ბურგარდი 2, ნორგარდი 2, გრავჰოლტი 2, ჰოლმსგარდი 1, ბოდჰოლტი 1, სკოვი

შვდ: ბუნდსენი 5/20, იდენი 9/20 – ი. ალმი 5, რობერტსი 4, ბლომი 3, გულდენი 3, სანდი 2, ტორსტენსონი 1, იოჰანსონი 1, ჰაგმანი, იაკობსენი

ჰოლანდია – სერბეთი 36-20

ჰოლ: ვესტერი 13/27, ვან დერ ვალი 2/8 – აბინგჰი 6, ვან დერ ჰაიდენი 5, მალეშტაინი 4, ბროხი 4, ხროოტი 4, გოოსი 3, სნელდერი 3,  კნიპენბორგი 3, ბონტი 2, კრამერი 1,  ვან ოლფენი 1, პოლმანი, ჰოეკსტრა, დულფერი

სრბ: რისოვიჩი 6/25, კოლუნძიჩი 5/22 – კრპეჟი 6, ლისჩევიჩი 4, ჟივკოვიჩი 3,  იანუშევიჩი 2, გეორგიევი 2, სტოილიკოვიჩი 2, რადოსავლიევიჩი 1, ტრიფუნოვიჩი, სტევინი, რადოევიჩი, ბანდელიერი, რაიოვიჩი, პეტროვიჩი, პრიოვიჩი

14 დეკემბერი

20:45, კოლდინგი. საფრანგეთი – ესპანეთი

21:00, ჰერნინგი. უნგრეთი – პოლონეთი

23:30, კოლდინგი. რუსეთი – კორეა

23:45, ჰერნინგი. მონტენეგრო – ანგოლა

მეოთხედფინალი, 16 დეკემბერი

20:45 კოლდინგი. ჰოლანდია – ესპ/საფ

21:00 ჰერნინგი პოლ/უნგ – რუს/კორ

23:30 კოლდინგი ნორვეგია – მნტ/ანგ

23:45 ჰერნინგი რუმინეთი – დანია

პრეზიდენტის თასი. 17-20 ადგილები. ნახევარფინალი

13 დეკემბერი. ჩინეთი – იაპონია 29-24, არგენტინა – პუერტო რიკო 28-14

21-24 ადგილები. ნახევარფინალი

13 დეკემბერი. ტუნისი – კუბა 28-24, ყაზახეთი – დრ კონგო 31-30 (პენ, 26-26)

14 დეკემბერი, ფინალები

16:00 19-20 იაპონია – პუერტო რიკო, 18:30 17-18 არგენტინა – ჩინეთი

16:00 21-22 ტუნისი – ყაზახეთი, 18:30 23-24 კუბა – დრ კონგო

პირდაპირი რეპორტაჟები:

http://www.ihf.info/en-us/ihfcompetitions/worldchampionships/womensworldchampionships/womensworldchampionshipden2015/livestreaming.aspx

Leave a Reply