12/12/15 მსოფლიო ჩემპიონატზე პლეიოფი იწყება

დანიაში, ხელბურთელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე,  ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სამი დარჩენილი მერვედფინალისტის ვინაობაც გაირკვა და 6 გუნდი დაწყვილდა კიდეც.

ბოლო სამი საგზური მოიპოვეს სერბეთმა, ასევე კორეამ და ანგოლამ. კორეამ დაამარცხა უშუალო კონკურენტი – არგენტინა 29-22, ხოლო ანგოლამ – ჩინეთი 32-29.  შესაგედ, მერვედფინალში გავიდა ცამეტივე ევროპული გუნდი, მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილია, ასევე აზიისა და აფრიკის თითო წარმომადგენელი.

ჯგუფური ტურნირის ბოლო დღეს ზედიზედ მეორედ დამარცხდა მასპინძელი, დანია, ვისაც მონტენეგრო მთელი თამაშის განმავლობაში უგებდა და საბოლოოდ 23-21 სძლია. B ჯგუფში 9-9 ქულა დააგროვეს ჰოლანდიამ და შვედეთმა და ბურთების სხვაობით პირველი ადგილი ჰოლანდიას ერგო; C ჯგუფის ბოლო ტურში ბრაზილიამ 21-20 აჯობა საფრანგეთს და 2 ქულით გაასწრო, ხოლო D ჯგუფის გამარჯვებული გახდა რუსეთი – ერთადერთი გუნდი, ვინც ხუთივე მატჩი მოიგო.

პირველი 4 მერვედფინალი კვირასაა, დანარჩენები – ორშაბათს. 16, 18 და 20 დეკემბერს, შესაბამისად, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალია.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

11 დეკემბერი. A  ჯგუფი, ჰერნინგი

უნგრეთი – იაპონია 31-21

ტრიშჩუკი  6 – ფუძიი 6

ტუნისი – სერბეთი 21-43

ჟლეზი, ჟუინი, შება 4 – კრპეჟი 11

დანია – მონტენეგრო 21-23

ჰანსენი 8 – იაუკოვიჩი 7, ბულატოვიჩი 6

მონტენეგრო 9 ქულა, უნგრეთი 8,  დანია 6,  სერბეთი 5 / იაპონია 2, ტუნისი 0

B ჯგუფი. ნესტვედი

ჩინეთი – ანგოლა 29-32

ციაო 6 – ბერნარდო 10

ჰოლანდია – პოლონეთი 31-20

აბინგჰი 7, ვან დერ ჰაიდენი 6 – ნეძვეძი, ახრუკი 5

კუბა – შვედეთი 25-49

მარტინესი 7 – ჰაგმანი 14, გულდენი 10

ჰოლანდია 9, შვედეთი 9, პოლონეთი 6, ანგოლა 4 / ჩინეთი 2, კუბა 0

C ჯგუფი, კოლდინგი

არგენტინა – კორეა 22-29

პისო 6 – კიმი, იუნი 6

ბრაზილია – საფრანგეთი 21-20

ბელო 5, ნაშიმენტო 4 – პინო 6

დრ კონგო – გერმანია 19-37

მილემბა, მუსამბა 4 – ზ. მიულერი, ფიშერი 8

ბრაზილია 9, საფრანგეთი 7, გერმანია 6,  კორეა 6 / არგენტინა 2, დრ კონგო 0

D ჯგუფი, ფრედრიკსჰავნი

პუერტო რიკო – ყაზახეთი 30-27

მალდონადო 7, გარსია 6 – პიკალოვა 9

რუმინეთი – რუსეთი 27-30

არდიანი 6, ნიაგუ 5 – დმიტრიევა 5

ნორვეგია – ესპანეთი 29-26

მორკი 6 – პენია 9

რუსეთი 10, ნორვეგია 8, ესპანეთი 6, რუმინეთი 4 / პუერტო რიკო 2, ყაზახეთი 0,

ინდივიდუალური სტატისტიკა ჯგუფური ეტაპის შემდეგ

გოლები : ნატალი ჰაგმანი, შვდ 38 – იოვანკა რადიჩევიჩი, მნტ 34 – ზუზან მიულერი, გერ 33

გოლი+პასი: იზაბელ გულდენი, შვდ 30+30, კორნელია ხროოტი, ჰოლ 22+35, მუნა შება, ტუნ; კაროლინა კუდლაცი, პოლ – 49

დაცვა,  ჩაჭრილი ბურთები: ოლგა ტანკინა, ყაზ 14, ნატალია ბერნარდო, ანგ 11

დაცვა, დაბლოკილი ბურთები: კელი დულფერი, ჰოლ 14

მეკარეები: ტეს ვესტერი, ჰოლ 45%, დარლი დე პაულა, ესპ 44%, სილიე სოლბერგი, ნორ 42%

მერვედფინალი. 13 დეკემბერი

23:30, კოლდინგი. ბრაზილია – რუმინეთი

23:30, ფრედრიქსჰავნი. ნორვეგია – გერმანია

23:45, ჰერნინგი. შვედეთი – დანია

23:45, ნესტვედი. ჰოლანდია – სერბეთი

14 დეკემბერი

20:45, კოლდინგი. საფრანგეთი – ესპანეთი

21:00, ჰერნინგი. უნგრეთი – პოლონეთი

23:30, კოლდინგი. რუსეთი – კორეა

23:45, ჰერნინგი. მონტენეგრო – ანგოლა

პრეზიდენტის თასი. 17-20 ადგილები. ნახევარფინალი

12 დეკემბერი. 18:30 იაპონია – ჩინეთი, 21:00 არგენტინა – პუერტო რიკო

21-24 ადგილები. ნახევარფინალი

12 დეკემბერი. 18:30 ტუნისი – კუბა, 21:00 დრ კონგო – ყაზახეთი

პირდაპირი რეპორტაჟები:

http://www.ihf.info/en-us/ihfcompetitions/worldchampionships/womensworldchampionships/womensworldchampionshipden2015/livestreaming.aspx

Leave a Reply