15/11/15 დასავლეთში წყალტუბო ლიდერობს

სენაკში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე ხელბურთში, უფროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. 5 მოგებით წყალტუბო ლიდერობს.

მწვრთნელ ნოე გოგიძის გუნდმა დაამარცხა ბათუმის, სამტრედიის, ქუთაისისა და აჭარის გუნდები, ხოლო ტურის მთავარ მატჩში 40-38 დაამარცხა მთავარი კონკურენტი, ფოთის „ოქროს ვერძი“.

მეორე ადგილზეა ფოთი, მესამეზე – ბათუმი. აჭარამ, სამტრედიამ და ქუთაისმა თითო თამაში მოიგეს. დასავლეთის, აღმოსავლეთისა და თბილისის ლიგების გამარჯვებულებს ორწრიანი ტურნირები გამოავლენს, 2-2 საუკეთესო გუნდი კი გავა ფინალში და 2016 წელს საქართველოს ჩემპიონის  ტიტულისთვის იბრძოლებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები. 2000-01. დასავლეთი

სენაკი, პირველი ტური. 11-15 ნოემბერი

პირველი წრის შემდეგ

წყალტუბო 10 ქულა, ფოთი 8, ბათუმი 6, აჭარა 2, სამტრედია 2, ქუთაისი 2

ბათუმი – აჭარა 24-18, წყალტუბო – სამტრედია 40-35, ფოთი – ქუთაისი 41-15

აჭარა – წყალტუბო 15-30, ქუთაისი – ბათუმი 21-39, სამტრედია-ფოთი 28-50

ფოთი – აჭარა 32-16, ბათუმი – წყალტუბო 13-15, ქუთაისი – სამტრედია 22-33

წყალტუბო – ფოთი 40-38, ბათუმი – სამტრედია 21-20, აჭარა – ქუთაისი 25-31

წყალტუბო – ქუთაისი 29-22, სამტრედია – აჭარა 18-34, ფოთი – ბათუმი 33-26

Leave a Reply