15/05/15 ფინალში სტუ და სამტრედია ითამაშებენ

 

საქართველოს ჩემპიონატის ფინალში, შაბათს ითამაშებენ სტუ და სამტრედია. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალში 26-20 დაამარცხა ბათუმი, ხოლო სამტრედიამ – ქუთაისი 37-29. დამარცხებულები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ორივე ნახევარფინალი ერთნაირი სცენარით წარიმართა. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო. ბათუმი 6-3 დაწინაურდა, თუმცა ტაიმი სტუ-მ 10-9 მოიგო, ხოლო ქუთაისი დასრულებამდე ერთი წუთით ადრე წინ იყო 15-13, მაგრამ ორი გოლი გაუშვა – 15-15.

რეგულარულ სეზონში პირველ და მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა, სტუ-მ და სამტრედიამ მეორე ნახევრის შუაწელში გარდატეხეს მატჩი. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესოები იყვნენ მამია კობახიძე და მეთოდე ჭელიძე, სამტრედიამ კი უფრო ორგანიზებული თამაშითა და სწრაფი შეტევით აჯობა მეტოქეს, თანაც, პერსონალურად აიყვანა ქუთაისელთა ლიდერი, კბილაშვილი.

შაბათს, მედლების გარდა გათამაშდება 50-ათასიანი საპრიზო ფონდიც, საიდანაც 25 000 ლარს ჩემპიონი მიიღებს, მომდევნო გუნდები – 15, 7 და 3 ათასს.

ხელბურთი. საქართველოს 25-ე ჩემპიონატი. 2014-15

ფინალური ოთხეული. 15 მაისი, ნახევარფინალი

სტუ-ბათუმი 26-20

სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი – მ. კობახიძე 7, ჭელიძე 6, გვაზავა 5, სტურუა 3, ბეჟანიშვილი 3, აბაშიძე 2, გოგოლაძე, ოსიყმაშვილი

ბათ: ცერცვაძე – გოგალაძე 6, გამზარდია 4, გრიშიკაშვილი 4, ქარდავა 3, ბერძენიშვილი 2, სურმავა 1, აბრამიშვილი, ამირანაშვილი, ვინოგრადსკი, ვარშანიძე, ჭანტურია

მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი

ტექნიკური დელეგატი თამაზ თევზაძე

სამტრედია-ქუთაისი 37-29

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – გ. კობახიძე 8, გ. იობაშვილი 6, ხაჟომია 6, წივწივაძე 5, თევზაძე 4, ნიკურაძე 3, ნარსია 2, ზურაბიანი 2, ღაღანიძე 1, სიხარულიძე

ქუთ: ანდრიაძე – კვერნაძე 10, კბილაშვილი 8, მათნაძე 4, უ. მაისურაძე 4, მერკვილაძე 2, ბოყოჩაძე 1, ყაველაშვილი, ქუთათელაძე, ჩიხლაძე

მსაჯები სიარჰეი კულიკი-ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)

ტექნიკური დელეგატი მერაბ მეტრეველი

ფედერაციის მეთვალყურე ვახტანგ ბერიაშვილი

16 მაისი, ფინალი

14:00 მესამე ადგილისთვის

16:00 პირველი ადგილისთვის

ფოტო: გიორგი კობახიძე, სამტრედია

Leave a Reply