EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

13/05/15 საქართველოს ჩემპიონს ოთხთა ფინალი გამოავლენს

პარასკევს და შაბათს დასრულდება 25-ე ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. ორწრიანი რეგულარული სეზონის შემდეგ ჩემპიონსა და პრიზიორებს გამოავლენს ფინალური ოთხეულის ტურნირი, რომელიც გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში გაიმართება. 15 მაისს, ნახევარფინალში ითამაშებენ სტუ-ბათუმი და სამტრედია-ქუთაისი, ხოლო შაბათს ფინალებია – მატჩები პირველი და მესამე ადგილებისთვის.

ფინალური ოთხეულის მონაწილენი, ჩემპიონობისა და პრიზიორობის გარდა, გაითამაშებენ 50-ათასიან საპრიზო ფონდსაც. საქართველოს ჩემპიონი 25 000 ლარს მიიღებს, ვერცხლის პრიზიორი – 15 ათასს, ბრინჯაოს მედლის მფლობელის ჯილდო 7 ათასია, ხოლო 3 000 ლარი მეოთხე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.

ხელბურთის ფედერაციამ დასკვნითი ტურნირის სამსაჯოდ ბელარუსი არბიტრები მოიწვია, ტექნიკური დელეგატები კი იქნებიან ევროპის ხელბურთის ფედერაციის მოქმედი დელეგატი, თამაზ თევზაძე და მერაბ მეტრეველი, რომელსაც ამ თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მოეწყობა ოთხივე მატჩის პირდაპირი სტრიმინგიც, რომლის ზუსტი მისამართიც უშუალოდ თამაშის წინ გამოცხადდება ფედერაციის ვებგვერდზე, ფეისბუკსა და ქვეყნის უმთავრეს სპორტულ ვებგვერდზე – worldsport.ge.

ოთხეულის მონაწილე ყველა გუნდმა ფინალის წინ შეკრება გაიარა და სრულ მზადყოფნაშია. სტუ ტექნიკური უნივრსიტეტის დარბაზში ემზადებოდა. სამტრედია – სენაკში, ქუთაისი – ხარაგაულში, ხოლო ბათუმი – გლდანში.

2014-15 წლების სეზონის წინ გუნდებში საკმაო ცვლილებები მოხდა და რეგულარული სეზონისც ისე წარიმართა, რომ ძნელი სათქმელია, ვინ იქნება ფავორიტი.

სეზონი გაიხსნა 2014 წლის ნოემბერში, საქართველოს თასის გათამაშებით, რომლის ფინალშიც სამტრედიამ დაამარცხა პეგასი. თასზე არ უასპარეზია ჩემპიონს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც ახალ სეზონს სრულიად განახლებული შემადგენლობით შეხვდა – კლუბი დატოვა ბათუმში გადასულმა შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ, თუმცა, რეგულარული სეზონის შედეგებს ეს არ დასტყობია.

ირაკლი კეკელიძისა და ბექა ორჯონიკიძის გუნდმა, ორიოდ გამოცდილი მოთამაშის ლიდერობითა და მწვრთნელთა მრავალფეროვანი ტაქტიკის წყალობით, მაინც აჯობა ყველა კონკურენტს და მხოლოდ ერთი მატჩი წააგო – შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ სამტრედიასთან.

ფინალურ ოთხეულში მოსახვედრი ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო. სამტრედიამ ოთხეულის საგზური დამაჯერებლად მოიპოვა. ბევრად მოუმატა ქუთაისის გუნდმა, რომელმაც შარშანდელი სეზონი ბოლო, მერვე პოზიციაზე დაასრულა, წლეულს კი მესამე ადგილზე გავიდა.

მეოთხე საგზურისთვის ბრძოლა შარშანდელი ვერცხლის პრიზიორის, ბათუმის გუნდსა და თბილისის პეგასს შორის მიმდინარეობდა. კვანძი მხოლოდ ბოლოსწინა ტურში გაიხსნა ბათუმელთა სასარგებლოდ.

მეხუთე ადგილი დაიკავა პეგასის ახალგაზრდულმა გუნდმა, მეექვსე იყო შეჯიბრების დებიუტანტი, ჭაბუკებისგან დაკომპლექტებული თბილისის ქარიშხალა, რომელიც პირველი წრის შემდეგ ასევე აცხადებდა პრეტენზიას ფინალურ ოთხეულზე.

მეშვიდე-მერვე ადგილები გაითამაშეს დებიუტანტმა, ფოთის ოქროს ვერძმა და თბილისის იმედმა. ფოთელებმა ბოლო ტურში პირადი გამარჯვებით აჯობეს მეტოქეს, ხოლო იმედმა, რომელიც წინა ჩემპიონატში მეოთხე იყო, წლეულს მთლიანად ჭაბუკთა გუნდით იასპარეზა და თუმცა ბოლო ადგილზე დარჩა, სამაგიეროდ ასაკობრივ პირველობაზე ჩემპიონობა მოიპოვა.

ხელბურთი. საქართველოს 25-ე ჩემპიონატი. 2014-15

ფინალური ოთხეული

გლდანი, ცერცვაძის აკადემია. ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში ინიშნება ორი 5-წუთიანი ტაიმი, თუ ისევ ფრე იქნა – შვიდმეტრიანების სერია

15 მაისი, ნახევარფინალი

14:00 სტუ-ბათუმი

16:00 სამტრედია-ქუთაისი

16 მაისი, ფინალი

14:00 მესამე ადგილისთვის

16:00 პირველი ადგილისთვის

მსაჯები

ელენე არაბული-ინა ჭკუასელი

სიარჰეი კულიკ-ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)

ტექნიკური დელეგატები

თამაზ თევზაძე, მერაბ მეტრეველი

ფედერაციის მეთვალყურე

ვახტანგ ბერიაშვილი

სტუ

1 არჩილ სამიტაშვილი GK 1994 189

12 ავთო მღებრიშვილი GK 1997 182

16 ლაშა სიხარულიძე GK 1972 192

4 ირაკლი ჩაკვეტაძე P 1993 193

5 გიორგი გვაზავა CB 1978 198

7 თემურ ორჯონიკიძე LB 1996 196

9 იოსებ სამიტაშვილი RW 1994 185

14 გიორგი აბაშიძე P 1992 185

15 ირაკლი გოგოლაძე RW 1996 175

17 თორნიკე მაისაშვილი RB 1996 192

20 მამია კობახიძე RB 1980 200

26 შალვა სტურუა LB 1995 189

31 რობერტ ბეჟანიშვილი RW 1992 182

39 მეთოდე ჭელიძე LW 1992 183

88 ლევან ოსიყმაშვილი CB 1981 185

მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე

მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე

სამტრედია

16 გიორგი სამყურაშვილი GK 1985 190

12 ალექსანდრე ხონელიძე GK 1982 188

3 გიორგი ანტონოვიჩი P 1999 183

4 ირაკლი ღაღანიძე RB 1982 193

5 გიორგი კობახიძე LB 1982 195

6 გიორგი გეგია LW 1999 177

7 გოგიტა ნიკურაძე RW 1990 177

8 ვეფხია ზურაბიანი LW 1997 175

9 ირაკლი თევზაძე CB 1992 178

10 გიორგი იობაშვილი LB 1990 195

11 ირაკლი ნარსია LW 1993 175

12 ავთანდილ ქავზინაძე P 1986 178

13 ჯაბა ხაჟომია P 1996 185

14 გიორგი წივწივაძე CB 1981 187

15 სპარტაკ ელგანდაშვილი P 1992 191

17 ლევან სიხარულიძე RW 1984 183

მთავარი მწვრთნელი გიორგი ხელისუფალი

მწვრთნელი ავთანდილ ქავზინაძე

მწვრთნელი გიორგი წივწივაძე

მენეჯერი დავით დუნდუა

ქუთაისი

1 კორნელი ანდრიაძე GK 1984 183

12 გიორგი კუპატაძე GK 1998 170

2 შალვა ლუტიძე RW 1997 180

3 მირიან ჩიხლაძე LW 1994 178

4 ბიძინა გორგაძე CB 1998 182

5 კარლო მათნაძე CB 1997 175

6 ბექა ტუღუში LB 1997 184

8 გიორგი მერკვილაძე RW 1998 180

10 ირაკლი კბილაშვილი CB 1998 184

11 ჯუმბერ ჯუღელი LB 1993 202

13 ალექსანდრე ბოყოჩაძე CB 1972 190

14 უჩა კობახიძე P 1994 204

17 გიორგი კვერნაძე RB 1984 200

18 უჩა მაისურაძე P 1986 190

21 ომარ ქუთათელაძე P 1986 191

22 აკაკი ყაველაშვილი LB 1987 198

მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ბოყოჩაძე

მწვრთნელი ზურაბ ყაველაშვილი

მწვრთნელი დავით გობეჯიშვილი

დირექტორი გრიგოლ თავხელიძე

ბათუმი

22 ჯონი ცერცვაძე GK 1994 183

4 იგორ ვინოგრადსკი RW 1990 185

5 გურამ გოგიჩაიშვილი CB 1992 178

7 გიორგი სურმავა CB 1992 179

9 ივანე ქარდავა RW 1987 183

10 უჩა გამზარდია CB 1990 174

13 გიორგი ქავთარაძე P 1992 185

14 ნიკოლოზ ჯორბენაძე LW 1988 178

15 ნუკრი ვარშანიძე LW 1985 178

19 ზურაბ აბრამიშვილი LW 1994 193

28 ლევან ბერძენიშვილი LB 1986 190

31 ილია გოგალაძე LW 1986 188

44 შოთა გრიშიკაშვილი P 1984 200

77 ოთარ ამირანაშვილი RB 1997 195

99 რევაზ ჭანტურია LB 1994 190

მთავარი მწვრთნელი მერაბ ჭანტურია

გუნდის უფროსი გია ბზეკალავა

საერთაშორისო შემოკლებები: GK მეკარე, LW მარცხენა გარემარბი, LB მარცხენა შუამარბი, CB გამთამაშებელი, P პივოტი, ხაზის მოთამაშე, RB მარჯვენა შუამარბი, RW მარჯვენა გარემარბი

 

Leave a Reply