10/05/15 ქალ ჩემპიონთა ლიგა ბუდუჩნოსტმა მოიგო

ხელბურთელ ქალთა ჩემპიონთა ლიგა მოიგო მონტენეგროს დედაქალაქის, პოდგორიცას კლუბმა, ბუდუჩნოსტმა, ვინც ფინალში 26-22 დაამარცხა ნორვეგიის ლარვიკი.

ოთხთა ფინალი ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე გაიმართა. შაბათის ნახევარფინალი ლარვიკმაც და ბუდუჩნოსტმაც იოლად მოიგო. ნორვეგიელებმა 31-22 აჯობეს ვოლგოგრადის დინამოს, ხოლო მონტენეგროს კლუბმა – სკოპიეს ვარდარს, 27-17.

ორივე კლუბს თითოჯერ ჰქონდა ტურნირი მოგებული: ლარვიკს – 2011 წელს, ბუდუჩნოსტს – 2012-ში, ხოლო მომდევნო ორ სეზონში ორივემ თითო ფინალი წააგო უნგრეთის დიორთან. ფავორიტი იყო ბუდუჩნოსტი, რომელსაც ამ სეზონში ობიექტურად უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა, ლარვიკს კი აკლდა ერთ-ერთი ლიდერი, პოლონელი ალინა ვოიტაში.

ჩერნოგორიელებმა ტაიმი 14-8 მოიგეს. მათგან კატარინა ბულატოვიჩმა 6 გოლი გაიტანა, ხოლო ლარვიკის ერთადერთი კოზირი ნორა მორკი იყო, ვინც თავისი კლუბის პირველი 4 გოლი შეაგდო. მაგრამ მორკიც დაიღალა და დროდადრო სკამზე იჯდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისშივე სხვაობა 9 ბურთამდე ავიდა. ნორვეგიელებმა მაინც გაიბრძოლეს, დასრულებამდე 8 წუთით ადრე 4 ბურთამდე შეამცირეს სხვაობა და რამდენჯერმე სამამდეც შეეძლოთ, მაგრამ მეკარე ვოლტერინგმა მეტოქეს ამის საშუალება არ მისცა, ბუდუჩნოსტმა 26-22 მოიგო.

გაირკვა ქალთა სამი სხვა ევროპული ჯილდოს მფლობელის ვინაობაც, მომდევნო უქმეებიდან კი უკვე ვაჟთა ევროტურნირების ფინალების დრო დგება.

დღესვე, გერმანიის თასის ფინალში, კაცებს შორის, ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ფლენზბურგმა შვიდმეტრიანების სერიით დაამარცხა მაგდებურგი – 32-31.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ქალები. ფინალური ოთხეული. ბუდაპეშტი, 9-10 მაისი

ნახევარფინალი

ლარვიკი (ნორ) –დინამო ვოლგოგრადი (რუს) 31-22

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ვარდარი (მკდ) 27-17

ფინალი

ბუდუჩნოსტი – ლარვიკი 26-22

ბუდ: ვოლტერინგი, ზდერიჩი – ბულატოვიჩი 7, მეჰმედოვიჩი 6, ცვიიჩი 4, ნიაგუ 3, პეტროვიჩი 3, კნეზევიჩი 2, ბიზდრა 1, ლაზოვიჩი – მწვ. აძიჩი

ლარ: ტოფტი, ჰასანიჩი – ნ. მორკი 10, ა. ჰამერსენგი 6, ბრეისტოლი 2, სოლბერგი 1, სულანდი 1, გ. ჰამერსენგი 1, ფრაფიორდი 1, რიგელჰუტი, თ. მორკი

მესამე ადგილისთვის: ვარდარი – ვოლგოგრადი 28-26

EHF თასი. ქალები. ფინალი. 3, 9 მაისი

ჰოლსტებრო (დან) – როსტოვი (რუს) 33-20, 22-33

ჩელენჯ კაპი. ქალები. ფინალი. 2, 9 მაისი

შჩეცინი (პოლ) – ბეგლი (საფ) 20-21, 24-28

თასების მფლობელთა თასი. ქალები. ფინალი. 2, 10 მაისი

ფლური ლუარე (საფ) – მიდტიულანდი (დან) 23-22, 19-24

გერმანიის თასი კაცები. ფინალური ოთხეული. 9-10 მაისი

ნახევარფინალი: ფლენზბურგი – ლიოვენი 24-23, მაგდებურგი – ფუხსე ბერლინი 27-26

ფინალი: ფლენზბურგი – მაგდებურგი 32-31 (პენ, 24-24, 27-27)

ჩემპიონთა ლიგა. კაცები. ოთხთა ფინალი, კიოლნი, 30-31 მაისი

ბარსელონა (ესპ) – კელცე (პოლ), კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ)

EHF თასი. კაცები. ოთხთა ფინალი. 16-17 მაისი, ბერლინი

ველენიე (სლნ) – ფუხსე ბერლინი (გერ), სკიერნი (დან) – ჰამბურგი (გერ)

ჩელენჯ კაპი. კაცები. ფინალი. 17, 24 მაისი

ბრაგა (პორ) – ოდორჰეი (რუმ)

Leave a Reply