სიახლეები
15/04/14 ტრაბზონმა ანგარიში გაათანაბრა
თურქეთის ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ტრაბზონსფორმა შინ 27:23 დაამარცხა ბურსა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1-1. მესამე, გადამწყვეტი თამაში ტრაბზონშივე გაიმართება 17 აპრილს.
გამარჯვებული ნახევარფინალში შეხვდება ბეშიქთაშ-გენჩლერბირლიგის წყვილის გამარჯვებულს (ბეშიქთაში 1-0 ლიდერობს).
საპასუხო მატჩში ტრაბზონის ძირითადი მეკარე გიგა ტორონჯაძე იყო. ითამაშა რატი მსხვილიძემაც, თუმცა, გოლი არ გაუტანია. ყველაზე შედეგიანი იყო აზერბაიჯანელი ოლეგ გეორგიევსკი – 13 გოლი.
ფოტო: მსხვილიძე (24) ბურსასთან მეორე მატჩში