16/04/14 ყველაფერი გაირკვა: მამული, ფოთი, ყვარელი

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ბოლო ტურის წინ ყველაფერი გაირკვა. ფოთმა 20:16 დაამარცხა ყვარელი და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ყვარელი მესამეზე დარჩა, ხოლო ჩემპიონობა ერთი დღით ადრე გაინაღდა თბილისის მამულმა.

ჩემპიონატი ხუთშაბათს დასრულდება მამულისა და ფოთის ძალიან საინტერესო მატჩით, რომელიც საჩემპიონო თამაშიც იქნებოდა, რომ არა ფოთელთა დამარცხება თბილისის პეგასთან.

ტურნირის შემდეგ გოგონათა ნაკრები გაემგზავრება აზერბაიჯანში საწვრთნელ შეკრებაზე, მაისის დასაწყისში – საერთაშორისო ტურნირზე ბელარუსში, ხოლო 15–20 აპრილს ითამაშებს თბილისში, ჯემალ ცერცვაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე.

1998-99. გოგონები. საქართველოს ჩემპიონატი.

დასკვნითი ტური. 14-17 აპრილი, გლდანი

16 აპრილი

პეგასი – წყალტუბო 18:7

წყალტუბო – ფოთი 11:18

ფოთი – ყვარელი 20:16

ფოთი: ჯავახია – გადელია 7, ყუფუნია 5, ხურცილავა 4, სიხარულიძე 3, ბერაია 1, ჭითანავა, ფარცვანია, სურგულაძე

ყვარელი: გუბელაძე – ს. იორდანიშვილი 5, კუნელაშვილი 4, ქიტესაშვილი 3,  თეთრაშვილი 2, მიხელიძე 2, თ. იორდანიშვილი, ოსეფაშვილი

მდგომარეობა: მამული – 21 ქულა (11 თამაშიდან), ფოთი – 18 (11), ყვარელი – 15 (11), პეგასი – 14 (12), წყალტუბო – 8 (11), ქარიშხალა – 2 (12), იმედი – 2 (12)

17 აპრილი

13:00 ყვარელი – წყალტუბო

14:10 მამული – ფოთი

Leave a Reply