15/01/14 ორი ფრე და არშემდგარი სენსაცია
A ჯგუფში უნგრეთი უმეტესი დრო უგებდა ისლანდიას, მათ შორის 10:6, პირველ ტაიმში. ისლანდია პირველად 38 წუთზე გავიდა წინ, მალე კი სამი ბურთით დაწინაურდა – 20:17. უნგრეთმა 45 წუთზე გაათანაბრა – 21:21 და ამის შემდეგ 2 ბურთით აღარავინ დაწინაურებულა. ბოლო წუთზე ისლანდია იგებდა და კაცით მეტი ჰყავდა, მაგრამ უნგრელმა მატე ლეკაიმ დასულებამდე 12 წამით ადრე გაათანაბრა – 27:27. ყველაზე შედეგიანები იყვნენ ისლანდიელი გამთამაშებელი არონ პალმარსონი (8 გოლი, 4 პასი) და უნგრეთის მარჯვენა ინსაიდი გაბორ ანჩინი (8 დარტყმიდან 7 გოლი).
მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი თითქოს უპრობლემოდ უგებდა ნორვეგიას – 12:8 შესვენებაზე, მაგრამ 40 წუთზე ანგარიში 15:15 გახდა, დასრულებამდე 10 წუთით ადრე ნორვეგია ორი ბურთით იგებდა – 22:20. ესპანეთი იხსნა ცაცია ინსაიდმა ხორხე მაკედამ, ვინც ამის შემდეგ ორი შვიდმეტრიანი მოიპოვა და ერთიც გოლი გაიტანა – 27:25 ესპანეთის სასარგებლოდ. ისლანდიამ და ესპანეთმა უკვე გაინაღდეს მეორე ეტაპზე გასვლა, ხოლო ნორვეგიას ბოლო ტურში აუცილებლად მოგება სჭირდება უნგრეთთან.
B ჯგუფში მაკედონიამ და ჩეხეთმა პირველი წაგებების შემდეგ ერთმანეთში ფრედ ითამაშეს. ყველაზე დიდი სხვაობა 42 წუთზე დაფიქსირდა, როცა მაკედონია 17:14 იგებდა, მაგრამ ჩეხეთი დაეწია მეტოქეს. საბოლოოდ 24:24, რამაც ორივე გუნდს დაუტოვა მეორე ეტაპზე გასვლის შანსი. ჩეხებში გამორჩეულები იყვნენ უკანახაზელები პაველ ჰორაკი (8 გოლი და 4 ბლოკშოტი დაცვაში) და ფილიპ იხა (6 გოლი, 4 პასი); მაკედონიაში – შუამარბი კირილ ლაზაროვი, ვინც გოლების ნახევარი, 12 გაიტანა (23 ცდიდან), ასევე გამთამაშებელი ფილიპ მირკულოვსკი – 3 გოლი, 7 პასი.
დანიამ 33:29 მოუგო ავსტრიას, 4 ქულით დაწინაურდა და მეორე ეტაპზე გასვლაც გაინაღდა.
ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
პირველი ჯგუფური ეტაპი.
14 იანვარი. A ჯგუფი
მაკედონია (1ქ) – ჩეხეთი (1) 24:24
ავსტრია (2) – დანია (4) 29:33
B ჯგუფი
უნგრეთი (1) – ისლანდია (3) 27:27
ნორვეგია (0) – ესპანეთი (4) 25:27
15 იანვარი
C ჯგუფი
21:00 რუსეთი (0) – სერბეთი (2)
23:15 პოლონეთი (0) – საფრანგეთი (2)
D ჯგუფი
21:00 მონტენეგრო (0) – ხორვატია (2)
23:15 ბელარუსი (0) – შვედეთი (2)