14/01/14 ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მოგება
სერბებმა მოიგეს პირველი ტაიმი, მაგრამ შესვენების შემდეგ ზედიზედ 6 გოლი გაუშვეს – 13:15. ბოლო წუთზე ისევ სერბეთი იგებდა – 20:19 და დასრულებამდე 40 წამით ადრე მარკო ვუინი შვიდმეტრიანს ურტყამდა. მეკარე სლავომირ შმალმა მოიგერია და პოლონელებს ბოლო შეტევაში შანსი მისცა. 18 წამით ადრე სერბი მანოილოვიჩი გააძევეს, მაგრამ დარჩენილ დროში პოლონეთმა შეტევა ვეღარ მოასწრო. იურეცკიმ პირდაპირ ცხრამეტრიანიდან დაარტყა, მაგრამ, ცხადია, ააცილა.
ამავე ჯგუფში ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფრანგეთმა 35:28 მოუგო რუსეთს. 9 გოლი გაიტანა ცაცია ინსაიდმა ალიქს ნიოკამ და ისლანდიელ სიგურდსონთან ერთად ბომბარდირთა სიას ლიდერობს. 6 გოლს 6 პასი დაამატა ნიკოლა კარაბატიჩმა და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა ჩეხ ფილიპ იხასთან ერთად – ორივეს 12 ქულა აქვს.
D ჯგუფში წინა ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ხორვატიამ მოუგო ბელარუსს – 33:22, ხოლო შვედეთმა – მონტენეგროს – 28:21. მეორე ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან 3 გუნდი გადის.
ევროპის ჩემპიონატი 2014. კაცები, დანიაში
პირველი ჯგუფური ეტაპი. 13 იანვარი
C ჯგუფი
სერბეთი – პოლონეთი 20:19
საფრანგეთი – რუსეთი 35:28
D ჯგუფი
ხორვატია – ბელარუსი 33:22
შვედეთი – მონტენეგრო 28:21
14 იანვარი. A ჯგუფი
21:15 მაკედონია (0) – ჩეხეთი (0)
23:30 ავსტრია (2) – დანია (2)
B ჯგუფი
21:00 უნგრეთი (0) – ისლანდია (2)
23:15 ნორვეგია (0) – ესპანეთი (2)